„თანამედროვე შური“, ფეისბუქის, ინსტაგრამისა და სხვა სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით ჩამოყალიბდა.
ფსიქოლოგების აზრით, თანამედროვე შური ორ ნაწილად იყოფა: ერთი, ეს არის ბოროტი შური, როდესაც უპირატესობაში მყოფი ადამიანის „განადგურებით“ თავს წარმატებულად გრძნობ, და მეორე, როგორც ყველა ვეძახით „კეთილი შური“ როდესაც წარმატებული ადამიანი შენი მოტივაცია და მისაბაძი მაგალითი ხდება.
ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი აქვეყნებს, სად სვამს ირლანდიურ ვისკის, როგორ ისვენებს ოჯახთან ერთად მალდივის კუნძულებზე, ამცნობს მეგობრებს ახალ სამსახურზე და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ასე ვთქვათ, სოციალურ მედიაში ყველაფერს წააწყდებით.
სწორედ აქ ჩნდება ეგრეთ წოდებული თანამედროვე შური, რომელიც ადამიანებში ზემოთ ხსენებულ გრძნობას აჩენს. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ის ადამიანები რომლებიც მეტ დროს ატარებდნენ ფეისბუკზე, მეტად უკმაყოფილოები იყვნენ თავიანთი ცხოვრებით. ამიტომ მათი შურიც ბოროტი სახის იყო. ეს კი არასწორია.
“თუ მას აქვს ეს სამსახური მეც მინდა”,
“თუ მან იყიდა ეს მანქანა, მეც არ ვიტყოდი უარს”,
თუ მან მიღო 100 ქულა კორპორაციული ფინანსების გამოცდაში, მეც მინდა” და მრავალი სხვა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები ღიად საუბრობენ სტუდენტებს შორის შურის მნიშვნელობაზე. ისინი ამტკიცებენ, რომ შური მათ მეხსირებისა და ყურადღების გაუმჯობესებაში ეხმარება.
შური, შურია, მაგრამ “კეთილი” შური ბევრ ადამიანს, მიზნის ჩამოყალიბებასა და მიღწევაში ეხმარება. პირადად მე ვერ ვხედავ ვერაფერს ცუდს, თუ სხვა ადამიანის წარმატება ჩემზე იმოქმედებს და მიმახვედრებს,რომ რაღაც უნდა შევცვალო ჩემ ცხოვრებაში.
რთულია როცა ხედავ გარშემო ბევრ წარმატებულ ადამიანს, იმ დროს როდესაც შენ ვერ აღწევ საწადელს, ეს მტკივნეული შურის გრძნობა სწორედ ის ევოლუციური მიზეზია იმისათვის, რომ სხვა ასპექტით შევხედოთ ცხოვრებას და ჩვენი მიზნები გეგმებს დავუკავშიროთ.