თუ ყველაფერი რთულდება ესე იგი სწორ გზაზე ხარ

თუ ყველაფერი რთულდება ესე იგი სწორ გზაზე ხარ

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, მაია ტაკაშვილი 2020 წელს აფასებს.

რა შეიცვალა 2020 წელს შენთვის? რაზე დაგჭირდა მეტი მუშაობა, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე „ამ რეალობას“?

2020 წელი იმდენად რთული აღმოჩნდა, რამდენადაც არ ველოდი, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ისე შინაგანად. განცდა მაქვს, თითქოს,  ამ ერთ წელიწადში დავბერდი და „რაღაც“ დასასრულს ვუახლოვდები. თითქოს „ვიღაცამ“ გამაჩერა, გამყინა და დრო გამიჩერა. ამიკრძალეს ის, რაც ყველაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებდა – ადამიანებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობა. დამაშინეს და ჩამკეტეს! ფაქტობრივად, სხვა განზომილებაში მომიწია ცხოვრებაც და საქმიანობაც. მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც სრულიად კომპიუტერული ტექნოლოგია ერთი პატარა სიფრიფანა, თხელი  წიგნიდან უბრალოდ გააცნეს, აი, ისე რომ  კომპიუტერი თვალითაც არ ენახათ! ეს ზუსტად იგივეა, ცარიელ აუზში ცურვის სწავლება. შესაბამისად, დღეს არსებულ რეალობასთან შეგუება ნამდვილად, გამიჭერდა. ჯერ იყო კალმით წერას ძლივს გადავეჩვიე და დღემდე ე.წ ნოუთებისთვის მაინც ფურცელსა და კალამს ვამჯობინებ, 2020 წელს კი, მთლიანად ჩვენი ბედი ვირტუალურ ცხოვრებას დაუკავშირეს. „ამ რეალობას“-თან შეგუება დღემდე მიჭირს… არ ვიცი ამან რამდენად იქონია გავლენა  ჩემს პორფესიულ განვითარებასთან, მაგრამ ფაქტია ვერც ვირტუალურ ტრენინგებს შევეგუე, ვერც სემინარებს, თათბირებს როგორღაც მოვერგე… სიმართლე გითხრათ დიდად ვერც Zoom-ისა და Teams-ს უსაზვრო შესაძლებლოებებით მოვიხიბლე. საბოლოოდ, როგორც ამბობენ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ეგუება და სათავისოდ ირგებს, ერთი სტიყვით, სირთულეებს გავუმკალავდი, თუმცა გარკვეული სტრესის სანაცვლოდ! დღემდე მის გამკლავებაში ვარ. მართალია, მომწონს ეს ტექნოლოგიური წინსვლები, თუმცა „ცოცხალ და ლაღ ურთიერთობებს“ ვერანაირ ტექნოლოგიებზე ვერ გავცლი, შესაბამისად, რატომღაც მგონია ამ დროს შექმნილი პროდუქტი ისეთივე უსიცოცხლო, უსულო და ცივია, როგორც „ვირტუალური ცხოვრება“ – ერთი შეხედვით ლამაზი, თუმცა ფერდაკარგული და მიუკარებელი… ამ ფონზე, უფრო მეტად დავაფასე ის წლები, როცა ყველა ერთად, პირბადისა და დისტანციის გარეშე ვცხოვრობდით და ვმუშაობდით. მაგრამ ამბობენ, თუ ყველაფერი რთულდება, ესე იგი სწორ გზაზე ხარ!

აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციების ხსენების გარეშე…

2020 წელს 16 წელი შემისრულდა, რაც „ჯეპრაში“ ვარ. ადგილი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, ალბათ, ყველაზე რეალური და ბუნებრივიც აქ ვარ. ამაში ისევ და ისევ „ჯეპრელები“ მეხმარებიან. და როცა ყველაზე მეტად გამიჭირდა, წლის მიწურულს, მეგონა რომ ყველაფერი დასრულდა… მათ მომცეს ძალა, ყველამ ერთად და თითოეულმა ცალცალკე, აი ეს „პროფილი“- წლის შეფასება დამესრულებინა. დავუბრუნებოდი გარემოს, სადაც მუდამ მელიან!

გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე?

ეს ფაქტობრივად დალაგებულია 🙂 როცა ვალაგებ და ჩემს მაგიდაზე წესრიგია, ყველას უკვირს, განსაკუთრებით სოსოს.. „ხო მშვიდობა გაქვს?“, „მოხდა რამე შენს ცხოვრებაში“… კოვიდპროცესებმა ჩემი მაგიდაც უსულო, უფერული და უმოქმედო დატოვა, არადა მომწონს არეული და ქაოსური მაგიდა… რაც უფრო ქაოსურია, მით უფრო ვახდენ კონცენტრირებას საქმეზე,  ის საქმის დასრულებასთან ერთად ლაგდება, ზედმეტი ქაღალდები იყრება მაკულატურის ყუთში, ზედმეტი ნივთები ინახება და პროექტიც დასრულებულია. ერთი სიტყვით, ჩემი მაგიდა ჩემი სახეა… სადაც აუცილებლად ნახავთ გასართობს, სათამაშოს, სასუსნავს… და თუ წააწყდით ქაოსია, ესე იგი საქმეში ვარ ჩფლული და თუ ვალაგებ, გამოდის რომ რაღაც დასრულდა და ახალი იწყება.

გვითხარი რა იყო შენთვის როგორც პიარკონსულტანტისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა?

ის, რომ არ უნდა გავჩერებულიყავით და უფრო მეტი პასუხიმგებლობითა და შემართებით უნდა გაგვეგრძელებინა კოვიდთან ერთად ცხოვრება და მუშაობა. ჩვენ ჩვენს კლიენტებსა და პარტნიორებს უფრო მეტად ვჭირდებით, ჩვენ მისაბაძები უნდა ვყოფლიყავით, არანაირი ხელისჩქნევა, პირიქით, მთელი კომუნიკაცია ამ „უხილავი მტერის“ წინააღმდეგ უნდა წაგვემართა – არ გნებდებით, ჩვენ ვაგრძელებთ, ჩვენ ვაზროვნებთ, ჩვენ ვმოქმედებთ და ესეც შენი განაჩენი! ვფიქრობ, განწყობამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა – გამოწვევა იყო ის რომ, 24 საათიან მუშაობაზე გადავედით! მუდამ ხაზზე უნდა ვყოფილყავით და მუდამ გვქონოდა სათანადო პასუხი ჩვენი კლიენტებისთვის. სწორედ, ამ პერიოდში დავფქირდი, რომ არ უნდა გაჩერდე, უნდა იზრუნო და მიიღო მაქსიმალური შედეგი და არ  უნდა გახდე უხილავი პრობლემის მსხვერპლი – შენ ხარ ადამიანი და ვიდრე აზროვნებ ცოცხალი ხარ და  უნდა იმოქმედო!

დაგვისახელე სამი ადამიანი (სხვა სფეროებიდან) ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ..

ალბათ, ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობიდან უნდა ეცადო მიიღო  სარგებელი. ის უკვე შენზეა დამოკიდებული რამდენად გახდება ის შთაგონების წყარო! ზოგჯერ ეს შთაგონენბა  უბრალოდ განწყობებსა და ხასიათზეა მორგებული. თავიდან სულ ღარაც ერთი შთაგონების წყარო მყავდა,  რომელიც წლებთან ერთად სამად იქცა  მას მარო, კესო და ვაჩე ჰქვია! პატარა ადამიანები, რომლებმაც წლებთან ერთად შექმნეს „მე“.