ნებისმიერ საქმეში, სტრატეგიული პარტნიორის ყოლა, ძალიან მნიშვნელოვანია. უხსოვარი დროიდან, ადამიანები ცდილობენ იპოვონ პარტნიორი, რომელთან ერთად საკუთარ მიზნებს მარტივად მიაღწევენ.
სტრატეგიული პარტნიორები შეიძლება იყვნენ ქვეყნები, ბიზნესმენები, კომპანიები, დამნაშავეები, ცოლ-ქმარი, და ა.შ.
დღევანდელი მენეჯმენტის პრინციპები გვეუბნება, რომ ორგანიზაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორად შერჩეული ხალხია, თუ არ არსებობს გუნდურობა და სტრატეგიული ხალხი, არც დასახული მიზანი მიიჩნევა.
ასეა ცხოვრებაშიც, ადამიანები სათანადო მეორე ნახევრებს ეძებენ, რათა საზოგადოებაში სახელი დაიმკვიდრონ სახელი და მასთან ერთად ადგილიც. ამის შესანიშნავი მაგალითია წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო და მისი უკვე ყოფილი მეორე ნახევარი, ირინა შეიკი. წყვილზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა და ვთვლი, რომ მათმა ერთად ყოფნამ, მათ სახელებზე გარკვეულწილად, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია. ისტორიას ბევრი ანალოგიური შემთხვევა ახსოვს.
Partner in crime – დამნაშავეებიც კი ყოველთვის სტატეგიულად არჩევენ პარტნიორებს. ისახავენ გეგმას და შემდეგ ეძებენ ისეთ პარტნიორებს, რომლებსაც ენდობიან და რომლებიც საუკეთესოდ შეასრულებენ საქმეს. ცნობილი მძარცველები, ბონი და კლაიდი ერთმანეთის გარეშე არ ძარცვავდნენ ბანკებს, რადგან მხოლოდ ერთმანეთს ენდობოდნენ.
სტრატეგიული პარტნიორის შერჩევის პრინციპი ყველა დარგში ერთნაირია. ყველა ძლიერი პიროვნებისა, თუ კომპანიის უკან ასევე ძლიერი მეორე პირი დგას. ბიზნესში არსებობს შემდეგი ტიპის სტატეგიული პარტნიორები: სტატეგიული მარკეტინგული პარტნიორი, რომელიც ბიზნესის განვითარებაზე, ზრდასა და ხარჯების მინიმალიზაციას უწყობს ხელს; სტრატეგიული ფინანსური პარტნიორი, რომელიც ფულის მიმოცვლის მონიტორინგს აუმჯობესებს; სტრატეგიული მომწოდებელი პარტნიორი, რომელიც ბიზნესმენისთვის უმნიშვნელოვანესია რადგან, პროდუქტის დროულ და ეფექტურ მიწოდებას უზრუნველჰყოფს; სტრატეგიული ტექნოლოგიური პარტნიორი – დღეს, ტექნოლოგია ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, რადგან დღევანდელი ბიზნესი მასზეა დამოკიდებული.
ჩამოთვლილი პარტნიორების შეძენით ბიზნესის შემოსავალი და მოგება იზრდება.
დადგენილია, რომ ბიზნესმენები, საქმის ინდივიდუალურად შესრულების გამო ვერ აღწევენ წარმატებას.
უმჯობესია, ყველაზე ფრთხილად და ფხიზლად პარტნიორის შერჩევისას ვიყოთ, რათა გავაძლიეროთ საკუთარი ბიზნესი და მივაღწიოთ დასახულ მიზანს.