სტარტაპიარი

სტარტაპიარი

სტარტაპად მიიჩნევა ის ბიზნესი, რომელიც მაღალატექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომებით ხელმძღვანელობს. ნოვატორობა იდეაშია, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც ახალი პროდუქტის შექმნას, ასევე ინოვაციური მარკეტინგული აქტივობების გამოყენებას პროდუქტის რეალიზაციასა და მის პოპულარიზაციაში.

ჯეპრა ხელს უწყობს ბიზნესის ამ მიმართულებას განვითარებაში და თანამშრომლობს სტარტაპერებთან როგორც დაფინანსების მოძიების, ასევე მათი მუშაობის საწყისი ეტაპიდანვე.

ჯეპრას გუნდთან ერთად, თქვენ შეძლებთ:

  • მოახდინოთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების ვიზუალიაცია და ბრენდინგი
  • შეაფასოთ და გაანალიზოთ არსებული გარემო, შეისწავლოთ სამიზნე სეგმენტი
  • შეიმუშაოთ მარკეტინგული, საკომუნიკაციო, მედიის, ციფრული და სოციალური მედიის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
  • დაგეგმოთ და განახორციელოთ სტრატეგიის შესაბამისი კამპანიები;
  • დაამყაროთ ურთიერთობები მედიასთან და საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან;
  • შეიძინოთ ინტეგირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით საბაზისო ცოდნა, რათა მომავალში თავად დაისახოთ საკომუნიკაციო მიზნები და იზრუნოთ მათ მიღწევაზე.