სტარტაპად მიიჩნევა ის ბიზნესი, რომელიც მაღალატექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომებით ხელმძღვანელობს. ნოვატორობა იდეაშია, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც ახალი პროდუქტის შექმნას, ასევე ინოვაციური მარკეტინგული აქტივობების გამოყენებას პროდუქტის რეალიზაციასა და მის პოპულარიზაციაში.
![](https://4p.com.ge/wp-content/uploads/2019/02/ზარდახშა-პერ-02.png)
ჯეპრა ხელს უწყობს ბიზნესის ამ მიმართულებას განვითარებაში და თანამშრომლობს სტარტაპერებთან როგორც დაფინანსების მოძიების, ასევე მათი მუშაობის საწყისი ეტაპიდანვე.
ჯეპრას გუნდთან ერთად, თქვენ შეძლებთ:
- მოახდინოთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების ვიზუალიაცია და ბრენდინგი
- შეაფასოთ და გაანალიზოთ არსებული გარემო, შეისწავლოთ სამიზნე სეგმენტი
- შეიმუშაოთ მარკეტინგული, საკომუნიკაციო, მედიის, ციფრული და სოციალური მედიის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
- დაგეგმოთ და განახორციელოთ სტრატეგიის შესაბამისი კამპანიები;
- დაამყაროთ ურთიერთობები მედიასთან და საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან;
- შეიძინოთ ინტეგირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით საბაზისო ცოდნა, რათა მომავალში თავად დაისახოთ საკომუნიკაციო მიზნები და იზრუნოთ მათ მიღწევაზე.