როგორ გავზარდოთ გაყიდვები და ლოიალურობა იმეილ მარკეტინგით

როგორ გავზარდოთ გაყიდვები და ლოიალურობა იმეილ მარკეტინგით

Email-მარკეტინგი ყველა ადამიანს განსხვავებულად ესმის. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ის უბრალოდ პროდუქციის/სერვისის გამყიდველი წერილების დაგზავნას გულისხმობს, ზოგიერთი თვლის, რომ წერილის დიზაინის დახატვა და შეფუთვა – უკვე email-მარკეტინგია.

ჩემთვის კი Email-მარკეტინგი – დიდი სამუშაოა, რომლის შესასრულებლადაც საჭიროა:

  • შევისწავლოთ აუდიტორია
  • გამოვყოთ სეგმენტები და განვსაზღვროთ, თუ რას გავუგზავნით თითოეულ მათგანს
  • მოვახდინოთ სისტემის ავტომატიზირება
  • შევქმნათ საინტერესო და ჩამთრევი წერილები გამომწერებისთვის
  • და საბოლოოდ მივიღოთ შედეგი, რომელიც თავისთავად გამოხატულია გაზრდილ შემოსავალში

იმისათვის, რომ სისტემამ იმუშოს და Email-მარკეტინგის მეშვეობით შედეგი მივიღოთ, კლიენტები და დამკვეთები უნდა უგებდნენ ერთმანეთს.

ვეცდები ამ ბლოგპოსტის მეშვეობით, დაგეხმაროთ Email-მარკეტინგის შინაარსის გაგებაში.

Email-მარკეტინგი – არ არის სპამი.

Email-მარკეტინგი არ უნდა ავურიოთ სპამში. სპამი – ისეთ ადამიანებთან გაგზავნილი წერილებია, რომლებსაც არ გამოუწერიათ თქვენი კომპანია და დიდი ალბათობით, არც არიან იმ პროდუქტით დაინტერესებული, რომელსაც თქვენ მათ სთავაზობთ. მარტივად რომ ვთქვათ, Email-მარკეტინგის ბაზის ყიდვა და მათი მეშვეობით წერილების დაგზავნა – არის სპამი და ამავდროულად კანონის დარღვევა.

Email-მარკეტინგი ნიშნავს წერილების გაგზავნას მათთვის, ვინც გამოიწერა თქვენი საიტი. გამოწერის (Subscribe) პროცესი კი შემდეგნაირია: ადამიანი ხედავს სპეციალურ გრაფას საიტზე, რომელშიც გამოწერის ველია. ვიზიტორი სურვილისამებრ გიტოვებთ საკუთარ Email მისამართს. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ იღებს თქვენგან წერილს. რაც მთავარია,  ამ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოწერის გაუქმება.

რატომ არის სპამი არაეფექტური?

თუ მისამართების მონაცემთა ბაზა შეძენილია, გადმოწერილია ინტერნეტდან ან ნაქირავებია, მისი ხარისხი თითქმის ნულოვანია. მუშა (აქტიური) ელფოსტის მისამართები სავარაუდოდ ძალიან მცირეა, ამიტომ წერილების უმრავლესობა ან უბრალოდ არ მიუვა არარსებულ მიმღებებს, ან არ გაიხსნება,  რადგან მიმღები უბრალოდ არ იყენებს იმ ელფოსტას, რომელიც არის მონაცემთა ბაზაში.

მიწოდება

მაშინაც კი, თუ სხვისი მისამართების ბაზა კარგი ხარისხისაა, თითქმის შეუძლებელია წესიერი დაგზავნის ორგანიზება. როგორც კი დაიწყება წერილების გაგზავნა, საფოსტო სისტემები დაუყოვნებლივ დაიწყებენ ანალიზს და როდესაც ვერ აღმოაჩენენ კავშირს გამგზავნსა და მიმღებს შორის, ჩაყრიან წერილებს სპამის სიაში.

აუდიტორია

არ ელოდოთ შედეგს იმ აუდიტორიისგან, რომელიც საერთოდ არ არის თქვენი პროდუქტით/სერვისით დაინტერესებული. (არ არის Target-Group). მაშინაც კი თუ ბაზა ავიღეთ ისეთი საიტიდან, რომელიც ყიდის ჩვენს მსგავს პროდუქტს. შედეგი იქნება მინიმალური, ვინაიდან წერილის მიმღებები არ არიან თქვენი გამომწერები.

რა ვქნათ, თუ არ გვაქვს გამომწერების ბაზა?

თუ სერიოზულად გსურთ თქვენი კომპანიის Email-მარკეტინგის განვითარება და გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგის მიღება, ერთადერთი გამოსავალია თქვენივე გამომწერთა ბაზის შეგროვება.

ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ლოიალურ გამომწერებს, რომლებიც სწორი კომუნიკაციის დროს კონვერტიდებიან კლიენტებად და დიდი ხნის განმავლობაში შეიძენენ თქვენს პროდუქციას.