როცა გგონია, რომ ყველაფერი „სულერთია“, თურმე ყველაფერი „სულ ერთი“ ყოფილა…

როცა გგონია, რომ ყველაფერი „სულერთია“, თურმე ყველაფერი „სულ ერთი“ ყოფილა…

როცა გგონია, რომ ყველაფერი „სულერთია“, თურმე ყველაფერი „სულ ერთი“ ყოფილა...

 

აუცილებლად მოვა ის დრო, როცა „სულერთსა“ და „სულ ერთს“ შორის მსგავსებასა და განსხვავებას აღმოაჩენ… აი, სწორედ  მაშინ, ეს ყველაფერი „სულერ ერთი“ კი არა, სულერთი იქნება! მიხვდები რომ დაგაგვიანდა! მიხვდები, რომ ყველაფერი შეიცვალა, შეიცვალა „ის“ და შეიცვალე  შენც…

„არის წამები ჩვენს ცხოვრებაში, როცა ყველაფერი სულერთი ხდება…”  სულერთია რა იყო გუშინ, იმის წინ… ბოლო დროს ეს ფრაზა ამოვიჩემე…

მოკლედ, ახლა რასაც გავიხსენებ სულერთი კი არა… სულ ერთია, მხოლოდ ერთი და განუმეორებელი… 15 წლის წინ დაწერილი „ზღაპარი“, რომელიც წამიც და… ამიხდებოდა, ის რომ ჩემთვის მართლა სულერთი ყოფილიყო… ის დღესაც სულ ერთია – ასე დავრჩი „სიყვარულზე შეყვარებული“…

2000 წლის 13 თებერვალი… კვირა… მორიგე  რედაქტორი თავზე დამადგა და სიყვარულზე „რაღაცის“ დაწერა მომთხოვა… გამეცინა, არაფრად ჩავაგდე, თუმცა „რაღაც“ ნამდვილად გამომივიდა….

„დილის გაზეთი“, 14 თებერვალი, ორშაბათი, 2000 წელი

„იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ უსასრულოდ შორს აღმოჩნდნენ“

რა არის სიყვარული? არაფერი, იმიტომ რომ სიყვარულის დაკარგვის შემდეგ სულში აღარაფერი გრჩება, ან შეიძლება ყველაფერიც, რადგან, როცა გიყვარს, ყველაფერი ლამაზი და მშვენიერი გეჩვენება. სიყვარულს ორი უკიდურესობა აქვს – ან ყველაფერი ან არაფერი! ძლიერია სიყვარული. „სიყვარულს, რომ სძლიო, ერთადერთი გზაა გაქცევა“, დედოფალსაც ასე მოუვიდა, მეფეს დაუფიქრებლად აწყენინა და „გაიქცა“, თუმცა ბოლოს ინანა….

ნამდვილი მეფე ან დედოფალი არ გეგონოთ, მხოლოდ მსგავს მდგომარეობაში ყოფნის სურვილი ჰქონდათ, როდესაც თვალები აეხილათ. მიხვდნენ, რომ რეალობაში ოცნებებით ვერ იცხოვრებდნენ. ამიტომ ცალ-ცალკე დროებით, ისევ ზღაპარში დაბრუნდნენ. რეალურმა ცხოვრებამ ისინი ერთმანეთს დაუპირსპირა!

დედოფალი რეალურ სამყაროში მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრეობდა, ის არავისზე ფიქრობდა, არავინ უყვარდა, სიყვარულს მხოლოდ ოცნებებში აღიქვამდა განსხვავებულად. რეალური ცხვორებისთვის არ ემეტბოდა. ხშირად დარდობდა. ვისზე? არ იცოდა, ხშირად ტიროდა კიდეც. ვისზე? ვერ გიპასუხებდათ. ბოლოს გაირკვა, რომ მარტოობის ეშინოდა. საოცარი შიშის გრძნობა ეუფლებოდა. ეშინოდა არა ვიღაცის, არამედ რაღაც უხილავი არსების. არსება, რომელიც მუდამ თან დაჰყვებოდა, მაგრამ ერთმანეთს ვერ უგებდნენ – „რაღაცას“ სიყვარული უნდოდა, დედოფალს კი სწორედ ამ სიყვარულის ეშინოდა. ეშინოდა მარტო დარჩენის, რადგან ის მაინც ვერავის ვერაფერს ეტყოდა…

მას, ყველაფერთან ერთად, ღიმილიც შეეძლო. წვიმიან ღამეს ბუხართან ჯდომა და ოცნება უყვარდა. მარტო იყო, თავის სამყაროში ჩაკეტილი. შიგნით არავის უშვებდა, სიჩუმეს მიჰყავდა ისევ იმ უხილავ არსებასთან, რომელიც ხასიათს უფუჭებდა. მას მხოლოდ ბუხარში დამწვარი შეშის ტკაცუნის ხმა ამშვიდებდა. რეალური ცხოვრება არ აინტერესებდა, თუმცა არც მისგან გაქცევას აპირებდა, თავისი მდგომარეობით თითქოს კმაყოფილიც იყო.

უყვარდა… მის გამო ყველაფერს გასწირავდა, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვდა, მაგრამ მაინც შეინარჩუნა დედოფლისთვის დამახასიათებელი თავდაჭერილობა. წვიმდა, ყოველ ღამით მეფეზე ფიქრობდა. მეფე რეალური სამყაროდან ეწვია, თუმცა მას არ სურდა ყველაფერი გაეზიარებინა. ეშინოდა ცხოვრების დაუნდობელი კანონების, მან მეფე თავისი ოცნების ქვეყანაში გადაასახლა. მეფემ უწოდა მას პირველად „ქალი“, მანვე დაიდო ვალი, რომ დედოფალი მართლა დედოფალი გაეხადა. პირველად მან შებედა შეხება, საპასუხოდ დედოფალმაც გაუწოდა ნაზი, პატარა ხელი… და მისი გახდა….

დედოფალს სწორედ მარტოობამ გააბედინა, ეთქვა მისთვის „მიყვარხარ“. სურდა ეს დაეჯერებინა, რადგან ვერ წარმაოედგინა, რომ „ცრუ“ სიყვარულს ოდესმე გამოცდიდა.

ორივეს ჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების. „მეფეც“ შეეგუა მეფობას. მართლა ზღაპარში ეგონათ თავი, მაგრამ ვერ შეძლეს  ბოლომდე ზღაპარში ცხოვრება.

დედოფალი ჩუმად იყო, მხოლოდ ოცნებობდა… მას სჯეროდა მეფის, რომელიც დიდი გრძნობის მიუხედავად, სიყვარულზე ცოტას ლაპარაკობდა. საერთოდ ყველაზე კაშკაშა ვასკვლავი, ყველაზე ჩუმად არის ცაზე, მისი შემხედვარე სიჩუმეს ისწავლი. რატომ? სიყვარულს სიჩუმე უხდება.

შეყვარებულ მეფეს ძილი უყვარდა, სიზმარში დედოფალს ხედავდა. ერთად იყვნენ, არავის და არაფრის ეშინოდათ. მეფე სულ ნატვირსთვალს ეძებდა, არ სურდა სხვა გაზაფხული დედოფლის გარეშე. არ იღვიძებდა – გული ცუდს უგრძნობდა. მართალია, დედოფალი მას ეკუთვნოდა, მაგრამ მეფის სიტყვა მისთვის კანონი არ აღმოჩნდა. ვერ გაუგო, თუმცა ეს ყველაფერი მან ადრევე აუხსნა.

დედოფალს აღარ მოსწონდა მძინარე მეფე. დრომ თავისი ქნა – ოცნება გაქრა. თავისი ზღაპრული სამყაროც აღარ ართობდა.

დედოფლმა გადმოინაცვლა რეალურ ცხოვრებაში, სადაც სიყვარული ეგოისტურ გრძნობად ექცა. ეშინოდა, ეჭვობდა, რომ მეფეს აღარ ახსოვდა …. ნატვრისთვალისთვისაც ვეღარ და ვეღარ მიეკვლია. ბოლოს, დედოფალი ცუდ სიზმრებს ხედავდა. აღარსად იყო გედები და ყვავილებით მორთული მინდვრები. უკვე, სხვა გაზაფხული იდგა… ეხვეწებოდა მეფეს, გაღვიძებოდა.

დედოფალი უარესის ფიქრით დაიღალა, აღარ იზიდავდა ჩაწყნარებული ზღვა და უკვე ნაპირთან მდგარი გემები. ყველაფერი მოსაბეზრებელი ეჩვენებოდა. მიხვდა, რომ სიყვარული ზღაპარი იყო, რომელიც არასოდეს ახდებოდა. ის, რაც სურდა ახლოს იყო, მაგრმ იცოდა, რომ ყველაფერი ოცნება იყო, რეალურად კი „მეფე“ დაკარგა. დაკარგა მხოლოდ ერთი შეცდომით – თავისი ოცნების სამყაროში არავინ უნდა შეეშვა. უნდა მიეღო ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო. ის არ აღმჩნდა, ვისაც ეძებდა – მეგობრობა ვერ გაუწია, თუმცა უყვარდა… ვერ აპატია მას ტყუილი დაპირება… მისი აღარ სჯეროდა…

არც თვითონ იყო დედოფალი. შეცდა… პატიება ვერ შეძლო… რა პატიება? სიყვარულზე რწმენა დაკარგა…

მას არავისთვის არაფერი უთხოვია, საყვარელ ადამიანს კი მიუწვდომელს სთხოვდა. ანგარებანი გახდა, გვიან მიხვდა, რომ ძნელი აღმოჩნდა ჩვეულებრივი ადამიანის ზღაპარში ცხოვრება. ის მზად იყო სიყვარულისთვის. მეფე ნამდვილად უყვარდა. ამის მიუხედავად, უმიზეზოდ შეურაცყოფა მიაყენა, ამაშიც შეცდა…

მეფე მასზე ძლიერი აღმოჩნდა. უკვე აღარ უსმენდა.

დღეს „დედოფალი“ მართლა მარტოა, მაგრამ მარტოობის აღარ ეშინია. ერთადერთი მოგონებები დარჩა და საკუთარ თავს ელაპარაკება. მასში თითქოს ორი პიროვნება ჩამჯდარა, ორივე მათგანი საკუთარი სიმართლის დაცვას ითხოვს. ერთი საკუთარ თავზეა შეყვარებული და შურისძიებაზე ოცნებობს, მეორე კი ისევ მეფეს მისტირის. დღეს ის მატყუარა „მეფე“ უყვარს. ახლა ხვდება, რომ მაშინ შეუყვარდა, როდესაც გაიგო, რომ მისი ოცნების მეფე არ  იყო… მაგრამ როგორიც იყო ისეთიც უყვარდა. ძნელი აღმჩნდა რეალობაში სიყვარული…

მას აღარ უნდა სხვა სიყვარული. დღეს ყველა უყვარს, კონკრეტული სიყვარულის ეშინია.

*

მეფეც გულდაწყვეტილი ჩანდა დედოფლის გარეშე, მაგრამ მისი ნახვა არ სურდა. თავლებში დიდი დარდი უჩანდა. გაახსენდა, ადრე მისი ყველას შურ. მიხვდა, რომ დიდი სიყვარული დაკარგა. საოცარი დაღლა, მოწყენილობა და სიცარიელე იგრძნო. ყველაფერი მაინც ბედისწერას დააბრალა.

ხშირად ღამე ეძახის, ენატრება, პატიებას სთხოვს, მაგრამ მისვლას ვერ ბედავს – შეურაცყოფის ეშინია…. ამიტომ ის მხოლოდ მაშინ მივა, როდესაც მართლა მეფე გახდება და მას ნამდვილ დედოფლობასაც შესთავაზებს. ეს ყველაფერი მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში მოხდება…

როცა გგონია, რომ ყველაფერი „სულერთია“

 

P.S. სულ ეს იყო…  სულერთი სიყვარული, რომელიც  სულ ერთად იქცა!  მას კესო და მარო ჰქვია!

როცა გგონია, რომ ყველაფერი „სულერთია“