ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, გიგა ხარებავა 2019 წელს აფასებს.
როგორი წელი იყო შენთვის 2019 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?
სხვა წლების მსგავსად იყო კარგიც და ისიც, რაც კარგი იქნებოდა არ ყოფილიყო.
შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის, და ისეთი პროექტები, რომლებმაც უკეთესობისკენ შეგცვალა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე?
ახალი გამოცდილების მხრივ, ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირების საინფორმაციო კამპანიას გამოვყოფ. ვთვლი, რომ გარკვეული გავლენა მოახდინა ადგილობრივ საზოგადოებაზე. იყო აქტიური ჩართულობა, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ჩემთვის ახალი იყო, რომ გარდა საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა/ორგანიზებისა, თავად მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცედურულ მხარესაც გავეცანი.
ჯეპრას 2019 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?
რაიმე გარღვევა არ მომხდარა, იყო ზომიერი წინსვლის მორიგი წელი.
რა გეგმები გაქვს 2020 წელს? რაზე აპირებ აქცენტის გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?
პროექტის მართვის ეფექტურობის გაუმჯობესება, რაც მეტ პროექტში ჩართულობის საშუალებას გააჩენს.
როგორი იყო 2019 წელი და როგორი იქნება 2020 პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?
ის რომ 2020 საარჩევნო წელია დაღს ასვამს პიარ ინდუსტრიასაც, მეტიც, გარკვეულწილად 2019-ზეც აისახა. ბიზნესისთვის ალბათ ნაკლებად აქტიური, მოლოდინის წელი იქნება. პიარ ინდუსტრიაში თუ მნიშნველოვანი სიახლეები მოხდება, ალბათ უფრო სოციალურ მედიაში.