მონაცემთა ვიზუალიზაცია

მონაცემთა ვიზუალიზაცია

ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით ტრენდებს. მონაცემთა ვიზუალიზაცია არის პროდუქტი, რომელიც, რიგ შემთხვევებში, გაცილებით ეფექტურად აწვდის მიზნობრივ ჯგუფებს ინფორმაციას, ვიდრე ზეპირი ან ვერბალური კომუნიკაცია.

ინფოგრაფიკები და მონაცემთა სხვა ტიპის ვიზუალიზაცია, თქვენთვის სასურველი ამბის ეფექტური, მოქნილი და ორიგინალური დიზაინით გადაცემის საშუალებაა.

ინფორმაციის ვიზუალიზაცია ჯეპრას საშუალებას აძლევს კლიენტებს წარუდგინოს  ინფორმაცია ინოვაციური გზით.

ჯეპრა, როგორც ამბის მთხრობელი (Storyteller)  დაინტერესებულია, რომ დაეხმაროს კლიენტებს, მოყვნენ თავიანთი ისტორიები გრაფიკებისა და მონაცემების ვიზუალური კონტენტის მეშვეობით, რომელიც გავრცელდება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით და იქნება მარტივად აღქმადი და დასამახსოვრებელი.

მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის გთავაზობთ შემდეგ პროდუქტებს:

  • ინფოგრაფიკები (სტატიკური)
  • ინფოგრაფიკები (ანიმაციური)
  • დიაგრამები
  • რუკები
  • ვიდეომასალა