თანამედროვე ბიზნეს გარემოში, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქტის არსებობა ბუნებრივი მოცემულობა გახდა, მომხმარებლის ბრენდის მიმართ ლოიალურობას განსაზღვრავს ემოციური ფაქტორები. ბიზნესის სწორი ქმედებები იწვევს მომხმარებლის პოზიტიურ გამოხმაურებას და ბრენდისადმი ლოიალურს ხდის მას.
ჩვენ ვამყარებთ მრავალმხრივ ურთიერთობებს იმ ადამიანებთან, ვისი აზრიც მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.
სიღრმისეულად ვსწავლობთ დაინტერესებულ მხარეებს – აზრის ლიდერებს, მედიას, მომხმარებლებს, პარტნიორებს, თანამშრომლებს და საზოგადოებას, რათა ზუსტად შევარჩიოთ და გამოვიყენოთ თქვენი ისტორიის გადაცემისთვის საჭირო არხები, საუბრის ტონი და ხმა.
ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენ კომუნიკაციას სოციალური და ტრადიციული მედიის საშუალებით და ვქმნით ბრენდის ძალას ციფრული თუ პირდაპირი კომუნიკაციით.
მომხმარებელთა ქცევის ზედმიწევნით ცოდნა საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ გამჭრიახი და საზრიანი კომპლექსური გადაწყვეტილებები, თქვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
ჯეპრას საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის დახმარებით, თქვენ შეძლებთ: