კორპორაციული კომუნიკაციები – ეს არის გაერთიანება ყველა იმ საკომუნიკაციო აქტივობის, რაც მოქმედებს კორპორატიული იდენტობის ჩამოყალიბებაზე, მისიის და მთავარი ღირებულებების სწორად წარმოჩენაზე, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე გარეთ – დაინტერესებულ მხარეებთან, ინვესტორებთან, მთავარობასთან თუ საზოგადოებასთან ურთიერთობაში. აქ ყველა გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ორგანიზაციის მისია და ფილოსოფია და სწორედ ეს გვეხმარება განვსაზღვროთ თქვენი კომპანიის კორპორატიული პოლიტიკა და მისი შესაბამისი კომუნიკაცია.
ტაქტიკა ასეთია: ჩვენ თქვენთან ერთად ვსწავლობთ ორგანიზაციის მთავარ ღირებულებებს და ვსაზღვრავთ კომპანიის საკომუნიკაციო პოლიტიკას ყველა მიმართულებით – იქნება ეს საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) , მთავრობასთან (GR,), თანამშრომლებთან (HR) თუ ინვესტორებთან (IR) ურთიერთობა.
ერთად ვისახავთ მიზანს შიდა და გარე კომუნიკაციების ეფექტიანი წარმართვისთვის და გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ ქმედებათა ერთობლიობას, სადაც შიდა და გარე კომუნიკაციების მიმდინარეობა არის თანმიმდევრული – ორგანიზაციის კულტურის, ფილოსოფიის, კორპორატიული იდენტობის სწორი წარმოჩენისთვის.
თანამშრომლები, სთეიქჰოლდერები, კლიენტები, მომწოდებლები – ეს ის ჯგუფებია, რომლებიც თქვენი ბიზნესის მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. კორპორატიული კომუნიკაციები სწორედ მათზეა მიმართული.
ჯეპრას ექსპერტთა გუნდი, კონსულტანტები, რომლებსაც მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ მიღებული მსხვილ საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებში, ითვალისწინებენ კორპორატიული კომუნიკაციების საერთაშორისო ტრენდებს, მიდგომას, და პრაქტიკას.
ჯეპრას გუნდი გთავაზობთ: