კორპორაციული კომუნიკაციები

კორპორაციული კომუნიკაციები

კორპორაციული კომუნიკაციები – ეს არის გაერთიანება ყველა იმ საკომუნიკაციო აქტივობის, რაც მოქმედებს კორპორატიული იდენტობის ჩამოყალიბებაზე, მისიის და მთავარი ღირებულებების სწორად წარმოჩენაზე, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე გარეთ – დაინტერესებულ მხარეებთან, ინვესტორებთან, მთავარობასთან თუ საზოგადოებასთან ურთიერთობაში.  აქ ყველა გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ორგანიზაციის მისია და ფილოსოფია და სწორედ ეს გვეხმარება განვსაზღვროთ თქვენი კომპანიის კორპორატიული პოლიტიკა და მისი შესაბამისი კომუნიკაცია.

ტაქტიკა ასეთია:  ჩვენ თქვენთან ერთად ვსწავლობთ ორგანიზაციის მთავარ ღირებულებებს და ვსაზღვრავთ კომპანიის საკომუნიკაციო პოლიტიკას ყველა მიმართულებით – იქნება ეს საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) , მთავრობასთან  (GR,), თანამშრომლებთან (HR) თუ ინვესტორებთან (IR) ურთიერთობა.

ერთად ვისახავთ მიზანს შიდა და გარე კომუნიკაციების ეფექტიანი წარმართვისთვის და გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ ქმედებათა ერთობლიობას, სადაც შიდა და გარე კომუნიკაციების მიმდინარეობა არის თანმიმდევრული – ორგანიზაციის კულტურის, ფილოსოფიის, კორპორატიული იდენტობის სწორი წარმოჩენისთვის.

თანამშრომლები, სთეიქჰოლდერები, კლიენტები, მომწოდებლები – ეს ის ჯგუფებია, რომლებიც თქვენი ბიზნესის მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. კორპორატიული კომუნიკაციები სწორედ მათზეა მიმართული.

ჯეპრას ექსპერტთა გუნდი, კონსულტანტები, რომლებსაც მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ მიღებული მსხვილ საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებში, ითვალისწინებენ კორპორატიული კომუნიკაციების საერთაშორისო ტრენდებს, მიდგომას, და პრაქტიკას.

ჯეპრას გუნდი გთავაზობთ:

  • კორპორაციული კომუნიკაციის ტონის განსაზღვრა
  • შიდა კორპორაციული კომუნიკაციების სტრატეგიის განსაზღვრა
  • გარე აუდიტორიასთან კორპორაციული კომუნიკაციის სტრატეგიის განსაზღვრა
  • კორპორაციული საკომუნიკაციო არხების შექმნა
  • შიდა (თანამშრომლებისთვის) კორპორაციული საკომუნიკაციო საშუალებები (გაზეთები, ჟურნალები, ინტრანეტი, საინფორმაციო კედლები, ა.შ.)
  • გარე აუდიტორიისთვის კორპორაციული საკომუნიკაციო საშუალებები (კორპორაციული გაზეთი / ჟურნალი, წლიური ანგარიში, e-mail კომუნიკაცია, ა.შ.)
  • კორპორაციული კომუნიკაციების აქტივობათა გეგმის შემუშავება და განხორციელება
  • თანამშრომელთა ტრენინგები და ვორქშოფები შემდეგ საკითებში: კორპორაციული სტილის / დიზაინის გამოყენება, საკომუნიკაციო ტონი, კომპანიის გზავნილები, კორპორაციული პოლიტიკა, მისია და ღირებულებები, მედიასთან ურთიერთობის კორპორაციული პოლიტიკა და გაიდლაინები, კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესები.