დღითიდღე იზრდება ბიზნესკომპანიებისა და მსხვილი კორპორაციების გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ძლიერდება მათი პოზიციები ცხოვრების გლობალური მიმართულებების განსაზღვრის კუთხით, რაც ამავდროულად ზრდის ბიზნესის პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი საჭიროებების მიმართ და გამომწვევების საპასუხოდ.
დღეს კორპორაციული პასუხისმგებლობა სულ უფრო აქტუალური ხდება და ბიზნესკომპანიების სამოქალაქო პოზიცია უკვე აღარ არის არჩევანის საკითხი – ის ყველა იმ ბიზნესის მორალური ვალდებულებაა, რომელიც საზოგადოების ნაწილად აღიქვამს თავს.
- ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, რათა განსაზღვრონ კორპორაციული პასუხისმგებლობის ზოგადი სტრატეგია და ძირითადი პრიორიტეტები საზოგადოებაში არსებული პრობლემებისა და განვითარების პერსპექტივებიდან გამომდინარე.
- ჩვენ ვახდენთ კორპორაციული პასუხისმგებლობის აქტივობების დაგეგმვას, ჩართული მხარეების განსაზღვრას და საქმიანობის განხორციელებას, რასაც მუდმივად თან ახლავს საკომუნიკაციო მხარდაჭერა და კლიენტების, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანიების წარმოჩენა საინფორმაციო სივრცეში.
კორპორაციული მართვა – პროდუქტები
- გავლენის შეფასებითი ანგარიში
- კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია
- პრო-ბონო სერვისების განვითარება
- საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა
- პოლიტიკის დოკუმენტები და შიდა რეგულაციები
- კორპორაციული პასუხისმგებლობის კამპანიები
- კორპორაციული პასუხისმგებლობის ანგარიში