დღესდღეობით, ონლაინ საუბრებს სულ სხვა შეგრძნებები ახლავს თან. ყველას გვაკლია პირისპირ საუბრებით გამოწვეული სასიამოვნო მღელვარება, თუმცა ჩვენი ცხოვრების ამ უჩვეულო პერიოდშიც კი, შეგვიძლია რამდენიმე ღირებულ მიგნებას გავუსვათ ხაზი, რაც აუცილებლად გამოგადგებათ, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში აპირებთ ინფლუენსერ კამპანიის დაგეგმვას თქვენი ბრენდისთვის.
პლატფორმები აუდიო ფორმატს ითვისებენ.
დღეს, შესაძლოა ითქვას, აუდიო სოციალური პლატფორმების დღის წესრიგის მთავარი საკითხია. 2020 წელს, ახალი, აუდიო ფორმატზე დაფუძნებული სოციალური ქსელის, Clubhouse-ის წარდგენის შემდეგ, თითქმის ყველა კარგად დამკვიდრებულმა პლატფორმამ, Twitter-ის, Instagram-ისა და Facebook-ის ჩათვლით, დაიწყო ფიქრი და მუშაობა იმაზე, თუ როგორ მოეხდინათ აუდიოს ინტეგრირება ამ სოციალური სივრცის სპეციფიკასთან.
მოცემული მომენტისთვის, ეს სოციალური ქსელები ჯერ კიდევ იზრდებიან და ვითარდებიან. საბოლოოდ კი, ბრენდებს მოუწევთ, გააკეთონ არჩევანი Clubhouse-ს, Twitter Spaces-სა, თუ სხვა არსებულ ვარიანტებს შორის. მართალია, ბრენდის კომუნიკაციაში შესაძლოა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენება გახდეს საჭირო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ – შეისწავლეთ ყურადღებით, მანამ, სანამ ახალ სივრცეში შესვლას დააპირებთ!
გასათვალისწინებელია, რომ დღეს, ახალ პლატფორმებზე გამოჩნდნენ დამწყები ინფლუენსერები, ვინც სწრაფად შეძლეს თავის დამკვიდრება ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ინფლუენსერების გვერდით. თუმცა, როდესაც გადაწყვეტთ ბრენდის სახელით ღონისძიების წარდგენას Clubhouse- ზე, მნიშვნელოვანია პარტნიორობისთვის შეარჩიოთ გამოცდილი მოდერატორი, ვინც შეძლებს უხელმძღვანელოს დისკუსიას ცოცხალ რეჟიმში.
ამასთანავე, თუ კი ასეთი ტიპის სივრცეების ათვისებას გადაწყვეტთ, დროებით მოგიწევთ უარის თქმა რიცხვობრივ მაჩვენებლებზე, რადგან პლატფორმა ჯერჯერობით ამ ინსაითებს ვერ გვაწვდის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იქნება.
TikTok ვარდნას ჯერ კიდევ არ განიცდის!
აუდიო პლატფორმების მსგავსად, TikTok-მაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოუდგენელი ზრდა და განვითარება აჩვენა. ამ პლატფორმაზე ყველაზე წარმატებული ბრენდების საიდუმლო, TikTok-ის განცხადებით, არის ის, რომ მათ შეძლეს მათთვის რელევანტური კონტენტის შექმნა საკუთარი, უნიკალური ხედვით, ნაცვლად იმისა, რომ ტრენდის იდენტური კონტენტი გადაეღოთ. ასე რომ, შეარჩიეთ სწორი ტრენდი, მიმართეთ პარტნიორობისთვის შესაფერის ინფლუენსერს და დაიწყეთ მასთან ერთად მუშაობა, იმისთვის რომ ჩადოთ ამ ყველაფერში ბრენდის უნიკალური მახასიათებლები. სწორედ ესაა ის ძირითადი ნაბიჯები, რაც დაგეხმარებათ შექმნათ კონტენტი, რომელსაც აუდიტორია აუცილებლად აიტაცებს.
TikTok-ზე ინფლუენსერ კამპანიაზე მუშაობისას გაითვალისწინეთ:
ინფლუენსერ მარკეტინგი ინარჩუნებს ზრდის ტრაექტორიას!
სავარაუდოდ, ეს არც არავის გააკვირვებს, თუმცა 2020 წელს დაწყებული ინფლუენსერ მარკეტინგის ზრდა წელსაც გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბრენდისთვის ინფლუენსერ კამპანიის დაგეგმვას აპირებთ, გასათვალისწინებელი ძირითადი პრინციპები კვლავ იგივე რჩება.
(ინსაითები შეგროვებულია Social Media Week-ის ღონისძიებან)