ინსაითები ინფლუენსერ მარკეტინგისთვის

ინსაითები ინფლუენსერ მარკეტინგისთვის

დღესდღეობით, ონლაინ საუბრებს სულ სხვა შეგრძნებები ახლავს თან. ყველას გვაკლია პირისპირ საუბრებით გამოწვეული სასიამოვნო მღელვარება, თუმცა ჩვენი ცხოვრების ამ უჩვეულო პერიოდშიც კი, შეგვიძლია რამდენიმე ღირებულ მიგნებას გავუსვათ ხაზი, რაც აუცილებლად გამოგადგებათ, იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში აპირებთ ინფლუენსერ კამპანიის დაგეგმვას თქვენი ბრენდისთვის.

პლატფორმები აუდიო ფორმატს ითვისებენ.

დღეს, შესაძლოა ითქვას, აუდიო სოციალური პლატფორმების დღის წესრიგის მთავარი საკითხია. 2020 წელს, ახალი, აუდიო ფორმატზე დაფუძნებული სოციალური ქსელის, Clubhouse-ის წარდგენის შემდეგ, თითქმის ყველა კარგად დამკვიდრებულმა პლატფორმამ, Twitter-ის, Instagram-ისა და Facebook-ის ჩათვლით, დაიწყო ფიქრი და მუშაობა იმაზე, თუ როგორ მოეხდინათ აუდიოს ინტეგრირება ამ სოციალური სივრცის სპეციფიკასთან.

მოცემული მომენტისთვის, ეს სოციალური ქსელები ჯერ კიდევ იზრდებიან და ვითარდებიან. საბოლოოდ კი, ბრენდებს მოუწევთ, გააკეთონ არჩევანი Clubhouse-ს, Twitter Spaces-სა, თუ სხვა არსებულ ვარიანტებს შორის. მართალია, ბრენდის კომუნიკაციაში შესაძლოა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენება გახდეს საჭირო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ – შეისწავლეთ ყურადღებით, მანამ, სანამ ახალ სივრცეში შესვლას დააპირებთ!

გასათვალისწინებელია, რომ დღეს, ახალ პლატფორმებზე გამოჩნდნენ დამწყები ინფლუენსერები, ვინც სწრაფად შეძლეს თავის დამკვიდრება ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ინფლუენსერების გვერდით. თუმცა, როდესაც გადაწყვეტთ ბრენდის სახელით ღონისძიების წარდგენას Clubhouse- ზე, მნიშვნელოვანია პარტნიორობისთვის შეარჩიოთ გამოცდილი მოდერატორი, ვინც შეძლებს უხელმძღვანელოს  დისკუსიას ცოცხალ რეჟიმში.

ამასთანავე, თუ კი ასეთი ტიპის სივრცეების ათვისებას გადაწყვეტთ, დროებით მოგიწევთ უარის თქმა რიცხვობრივ მაჩვენებლებზე, რადგან პლატფორმა ჯერჯერობით ამ ინსაითებს ვერ გვაწვდის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იქნება.

TikTok ვარდნას ჯერ კიდევ არ განიცდის!

აუდიო პლატფორმების მსგავსად, TikTok-მაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოუდგენელი ზრდა და განვითარება აჩვენა. ამ პლატფორმაზე ყველაზე წარმატებული ბრენდების საიდუმლო, TikTok-ის განცხადებით, არის ის, რომ მათ შეძლეს მათთვის რელევანტური კონტენტის შექმნა საკუთარი, უნიკალური ხედვით, ნაცვლად იმისა, რომ ტრენდის იდენტური კონტენტი გადაეღოთ. ასე რომ, შეარჩიეთ სწორი ტრენდი, მიმართეთ პარტნიორობისთვის შესაფერის ინფლუენსერს და დაიწყეთ მასთან ერთად მუშაობა, იმისთვის რომ ჩადოთ ამ ყველაფერში ბრენდის უნიკალური მახასიათებლები. სწორედ ესაა ის ძირითადი ნაბიჯები, რაც დაგეხმარებათ შექმნათ კონტენტი, რომელსაც აუდიტორია აუცილებლად აიტაცებს.

TikTok-ზე ინფლუენსერ კამპანიაზე მუშაობისას გაითვალისწინეთ:

  • შეარჩიოთ აუდიტორია – მრავალი საზოგადოება და ქვე ჯგუფი არსებობს. რომელია აუდიტორია, რომელიც აიტაცებს თქვენს ბრენდს?
  • კონტენტის ტიპი მნიშვნელოვანია – გართობა და მხიარულება ამ პლატფორმის საფუძველია, ამიტომ მოერგეთ პლატფორმის სპეციფიკას.
  • მნიშვნელოვანია გვახსოვდეს – ყურადღების მიქცევა უნდა იყოს შედეგი და არა მიზანი.

 ინფლუენსერ მარკეტინგი ინარჩუნებს ზრდის ტრაექტორიას!

სავარაუდოდ, ეს არც არავის გააკვირვებს, თუმცა 2020 წელს დაწყებული ინფლუენსერ მარკეტინგის ზრდა წელსაც გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბრენდისთვის ინფლუენსერ კამპანიის დაგეგმვას აპირებთ, გასათვალისწინებელი ძირითადი პრინციპები კვლავ იგივე რჩება.

  • თვალი ადევნეთ ინფლუენსერებსა და კონტენტის შემქმნელებს – უპირველეს ყოვლისა, გაეცანით მათ მიერ აქამდე შექმნილ მასალას და გაარკვიეთ, რელევანტურია, თუ არა ამ ტიპის კონტენტი თქვენი ბრენდისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორობა არცერთი მხარისთვის არ იქნება სარგებლის მომტანი.
  • კონტენტი უნდა იყოს აუდიტორიისთვის გასაგები – არ არის აუცილებელი ზედმეტი დადგმები და მაღალი ხარსხი. გვახსოვდეს, ეს არ არის რეკლამა. მთავარია, კონტენტი მორგებული იყოს პლატფორმის სპეციფიკაზე და ამართლებდეს აუდიტორიის იმ მოლოდინებს, რაც მათ ამ კონკრეტული პლატფორმის მიმართ აქვთ.
  • მნიშვნელოვანია – კამპანია გამოხატავდეს აუდიტორიის მრავალფეროვან ინტერესებს, ამიტომ იზრუნეთ მრავალფეროვნებაზე.
  • თვალი ადევნეთ ფანებთან ურთიერთობებს – ინფლუენსერები და მომხმარებლები ერთობლივად ქმნიან კონტენტს. ძალისხმევის ინვესტირება საკუთარ ფანებში კი გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად ანაზღაურდება.

(ინსაითები შეგროვებულია Social Media Week-ის ღონისძიებან)