იმისთვის რომ მიიღო რაღაც იდეები, შეგისრულოს საქმიანობის რუტინული ნაწილი, საჭიროა შენც მიუდგე გულისყურით

იმისთვის რომ მიიღო რაღაც იდეები, შეგისრულოს საქმიანობის რუტინული ნაწილი, საჭიროა შენც მიუდგე გულისყურით

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, გიგა ხარებავა 2025 წელს აფასებს. 

რომელი ჩვევები დაგეხმარათ ამ წელს პროდუქტიულობაში და საქმეების შესრულებაში? რა შედეგები მიიღეთ ამ ჩვევების წყალობით და რას განაგრძობდით მომავალშიც?

გარდა იმ ჩვევების, რომლების ჩვეულებრივ ხელს უწყობს პროდუქტულობის ზრდას, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობას. 2025-ში ინტენსიურად დამჭირდა მისი გამოყენება. ერთის მხრივ ცოტა გამაზარმაცა და მეორეს მხრივ კი შრომის პროდუქტიულობა გაზარდა. თუმცა აქ საქმე არ გვაქვს რაღაცის მზამზარეულად მიღებასთან. იმისთვის რომ მიიღო რაღაც იდეები, შეგისრულოს საქმიანობის რუტინული ნაწილი, საჭიროა შენც მიუდგე გულისყურით. მუდმივად დააკვირდე, როგორ, რა ფორმით მიცემულ დავალებაზე რა შედეგი მოგცა.

რომელი ჩვევები ან ქცევები შეგიფერხათ ეფექტურობაში ამ წელს? რა შეგიმჩნევიათ საკუთარ თავში, რაც გინდათ შეცვალოთ ან გააუმჯობესოთ?

ზოგჯერ საქმის გადადება, როცა დედლაინამდე საკმარისი დროა.  რაღაც შიდა წერტილების დასახვა, რაც ამ პროცესს უფრო ოპტიმალურს გახდის..

რომელი ცუდი ჩვევის ჩანაცვლება რომელი კარგი ჩვევით გაქვთ დაგეგმილი 2026 წლისთვის? რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ამ ცვლილების განსახორციელებლად?

იმდენად ჩვევების ჩანაცვლებაზე არ არის საუბარი, უფრო ხელოვნური ინტელექტის უკეთ შესწავლა. ისე გამოდის, რომ ყველა პროდუქტი მეტ-ნაკლებად ჩვენი თანამშრომლობის ნაყოფი იქნება. მოკლედ, რაღაცნაირად დასაზუსტებელია (და ამ მხრივ გამოიკვეთა უკვე „ფავორიტები“) რა საქმისთვის, რომელი მოდელი ჯობია, რაში შეიძლება ენდო და რაში არა (ჯერჯერობით ყველაფერში გადამოწმება სჭირდება), ანუ მინიმუმი რაც არის, რომ რუტინა შეიძლება ‘მოგაშოროს“ ეგ ფაქტია და ეგეც ძალიან ბევრს ნიშნავს

გიგა ხარებავა