ფინანსური სექტორის განვითარებასა და წარმატებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს სამიზნე ჯგუფებთან სწორი, დროული და სისტემური კომუნიკაცია.
ფინანსური სექტორის გარემოსა და აუდიტორიის შესწავლა, მედია და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე მუშაობა, რეპუტაციის მართვა და შენარჩუნება, კრეატიული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, ფინანსური დაწესებულების წარმატებით პოზიციონირება და სხვა მრავალი პროცესი, წარმოადგენს ფინანსური სექტორის საკომუნიკაციო სერვისების მცირე ნაწილს, რომლებიც სისტემურ მიდგომას, დაგეგმვასა და განვითარებას საჭიროებს.
„ჯეპრას“ გუნდთან ერთად, თქვენ შეძლებთ:
- შეისწავლოთ გარემო და სამიზნე ჯგუფები;
- შეიმუშაოთ და განახორციელოთ თქვენს სამიზნე ჯგუფებზე მიმართული, ეფექტიანი საკომუნიკაციო სტრატეგია;
- მართებულად გადაანაწილოთ თქვენს ხელთ არსებული მატერიალური და ადამიანური რესურსები;
- წარმატებით მოახდინოთ თქვენი ორგანიზაციის პოზიციონირება;
- შეაფასოთ მედია გარემო და დაამყაროთ თანამშრომლობითი ურთიერთობები მედია საშუალებებთან;
- შექმნათ, შეინარჩუნოთ და განავითაროთ თქვენი ორგანიზაციის კორპორაციული რეპუტაცია;
- ითანამშრომლოთ ბიზნეს მედიასთან და აწარმოოთ თქვენი კომპანიის ფინანსური შედეგების, მიღწევების და სიახლეების გამჭვირვალე და დროული კომუნიკაცია სამიზნე ჯგუფებთან.