„მიხარია, რომ მაქვს სხვადასხვა დაავადებების შესახებ ადვოკატირების კამპანიებზე მუშაობის შესაძლებლობა, რადგან ეს ჩვენი არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ სოციალური პასუხისმგებლობაა. როდესაც შენი საქმიანობით არა მარტო აუმჯობესებ, არამედ ცვლი ადამიანების, შენი თანამოქალაქეების სიცოცხლეს და ცხოვრების ხარისხს, ამაზე კარგი შესაძლებლობა, ვფიქრობ არ არსებობს“.
„რამდენიმე წელი ვიმუშავეთ ერთ-ერთი გენეტიკური და იშვიათი დაავადების, სპინალური კუნთოვანი ატროფიის ადვოკატირების კამპანიაზე, გზავნილით #გამაძლიერე, მაშინ როდესაც საზოგადოებას თავად დაავადების დასახელების აღქმაც კი უჭირდა, რადგან ინფორმირების დონე ამ კუთხით ძალიან დაბალი იყო. აქტიური, კომპლექსური და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, სადაც თავად პაციენტების, პაციენტების ოჯახების, ექიმების, მედიის და ცნობილი ადამიანების ჩართულობა საკმაოდ მაღალი იყო, მივაღწიეთ დასახულ მიზანს და მივიღეთ შედეგი, რომელიც პაციენტებსა და მათ მშობლებთან ერთად ჩვენს „ოცნებადაც“ იქცა. დღეს ამ დაავადების სამკურნალო პროგრამა უკვე არსებობს და სახელმწიფო ყველა პაციენტის მუდმივ მკურნალობას უზრუნველყოფს, რაც უამრავი სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი წევრების გადარჩენილ სიცოცხლეებს ნიშნავს”.
ჩვენი საქმიანობით კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ აქტიური მუშაობის შედეგად ყოველთვის დგება სასურველი შედეგი, რაც არ უნდა წარმოუდგენელი და რთულად შესასრულებელი იყოს ის.