ადვოკატირების კამპანია – ჩვენ ანუ პიარ სპეციალსიტები რას ვაკეთებთ ამისთვის?

ადვოკატირების კამპანია – ჩვენ ანუ პიარ სპეციალსიტები რას ვაკეთებთ ამისთვის?

კლიენტის დარწმუნება და შემდეგ მისი ინტერესების ლობირება – ჩვენი ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს სპეციალისტების სამუშაო პროცესის ერთ-ერთ ძირითადი ნაწილია. დარწმუნება, რადგან ზოგჯერ მათ არ ესმით თუ რას ემსახურება ჩვენი პროფესია და შემდეგ საქმიანობის/ინტერესების ლობირება, თუმცა არ უნდა დავკარგოთ ობიექტურობა.

პანდემიის დროს კი,  ჩვენი პროფესია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, თუნდაც მისი შექმნიდან დღემდე. საზოგადოებასთან ურთიერთობის დადებითი მხარე პანდემიამდეც და მის შემდეგ,  მაინც ის არის, რომ  შევინარჩუნოთ  ეთიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს  ფაქტების სრულ სამართლებრივ შემოწმება/ გადამოწმებას და შედეგების მიღწევისთვის ჭეშმარიტებისა და რეალური გზების წარმოჩენას. ამ მიდგომების გათვალისწინება კი, განსაკუთრებით გვიწევს „ადვოკატირების“ კამპანიის დროს. პიარ სპეციალისტს ზურგს უნდა უმაგრებდეს საფუძვლიანი ფაქტები და მკაფიო დასაბუთება.

ცნობისათვის, ასიტყვა “advocacy” წარმოიშვა სიტყვიდან ‘advocare’ და ნიშნავს „მოწოდება მხარდაჭერისთვის“. ადვოკატირება წარმოიშვა ძველ რომსა და საბერძნეთში, როცა კარგად მომზადებული ორატორები გამოდიოდნენ ადვოკატების სახით ან წერილობით მიმართავდნენ შუამავლობით კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

ზოგადად, ადვოკატირების კამპანიის წარმატება დამოკიდებულია, ერთი მხრივ,  სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობის ეფექტურ და სწორ სტრატეგიაზე, მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ პროცესში სამოქალაქო სექტორისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის წამოწყებული კამპანიის წარმატების შანსებს. გარდა ამისა, კლიენტის ან მისი კამპანიის  სახელით მოქმედების დროს,  დამატებითი ფაქტორები განაპირობებს საზოგადოებასთან ურთიერთობის, როგორც საქმიანობის საერთო წარმატებას. აღქმა ერთი ასპექტია და იდეალურ შემთხვევაში ის ყოველთვის შესაბამისობაში უნდა იყოს რეალობასთან. უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ რაციონალური აზრის მოსმენა ასევე ფუნდამენტური ელემენტია.

ჩვენ ანუ პიარ სპეციალსიტები რას ვაკეთებთ ამისთვის?

საკუთარ მოსაზრებებსა და საკანონმდებლო წინადადებებს სთავაზობთ ხელისუფლებასა და ფართო საზოგადოებას.

რაც შეეხება სტრატეგიებს, ის ხორციელდება ეტაპობრივად და მიზნობრივად, ეს შესაძლებელია და უფრო აქტულური გახდა  პანდემიის პირობებშიც, მით უფრო როცა აქტუალური გახდა ონლაინ სივრცე, მათ შორის ონლაინ მედია და ონლაინ შეხვედრები.

  • პირადი და ონლაინ მოლაპარაკებები, კონსულტაციები და შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მედიის, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო დაწესებულებებისა და შესაძლოა, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან;
  • ონლაინკონფერენციებისა და ონლაინპრეზენტაციების გამართვა;
  • განცხადებების გავრცელება და საკუთარი პოზიციების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის;
  • ქსელური კოალიციების/პაციენტა კავშირების ჩამოყალიბება;
  • რეკომენდაციების შემუშავება და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისთვის მიწოდება;
  • კანონპროექტების ინიცირება, თუ ეს არ არსებობს.
  • პეტიციის შექმნა იმისთვის, რომ სახელწმიფო სტურქტურებმა, ასევე საკანონმდებლო ორგანოებმა დაინახონ თემის მნშვენლობა და აქუტალურობა
  • საინფორმაციო/მედია კამპანიების წარმოება და მხარდამჭერების მოპოვება.

ადვოკატირების საუკეთესო მაგალითია ძუძუს კიბოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართული კამპანიები, მისი მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე.

ზოგადად, „ჯერასთან“ ერთად 2013 წლიდან ვმუშაობ ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა-განხორციელებაზე, რომელიც მიმართულია სხვადასხვა იშვიათი დაავადებისა და ასევე ძუძუს კიბოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ. ძირითადი გამოწვევა, რაც ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა, დაავადებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონეა. მთელ მსოფლიოში ხელისუფლება და მათ შორის ჯანდაცვის სტრუქტურები რეაგირებენ იმ საკითხებზე, რომლის მიმართ მოქალაქეების ინტერესი მაღალია. ჩვენ პიარ სპეციალსიტები  პაციენტებთან, ფარმცევტებთა ერთად ვსახავთ მიზნებს და ვაძლიერებთ ერთმანეთს. პაციენტები აძლიერებენ კომუნიკაციის ხარისხს, კომუნიკაციის შედეგები – პაციენტებს,რაც მკურნალობის ხელმისაწვდომობის მიღწევაში გამოიხატება.

2016 წლიდან „ევროპა დონა საქართველოსთან“  ერთად დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის,“ რომელიც ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ იყო მიმართული. დაახლოებით ერთ წელიწადში შედეგი მივიღეთ: 2016 წელს თბილისის მერიამ და საკრებულომ აამოქმედა თანადაფინანსების პროგრამა პირველადი ძუძუს კიბოს I , II და III სტადიის პაციენტთათვის. ინიციატივას შემდგომ ჯანდაცვის სამინისტროც შეუერთდა, რის შედაგადაც პროგრამაში რეგიონებში მაცხოვრებელი პაციენტებიც ჩაერთნენ. კამპანიის მეორე ეტაპის  მოგვიანებით დავიწყეთ, რაც  ძუძუს კიბოს მეტასტაზური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებდა, ყველა რგოლის წარმომადგენლების, მათ შორის, პაციენტების, ექიმებია და სახელისუფლებო სტრუქტურების მონაწილეობით ესეც მიღწევადი აღმოჩნდა.

და უმთავრესი, არ უნდა დაგვავიწყდეს საკუთარი გამოცდილება. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როდის უნდა იქნეს ინფორმაცია გაზიარებული, რაც ხაზს უსვამს ფაქტის დამაჯერებლობას. ადვოკატირების კამპანიის დროს,  ჩვენი მოვალეობაა პრესასთან, საზოგადოებასთანდა სახელმწიფო სტურქტურებთან  ტანდემში მუშაობა. პანდიამამ ეს  საჭიროება კიდევ მეტად დაგვანახა – არსებობს  დაავადებები და  არსებობს სამკურნალო საშუალებები, თუმცა პირველი – მის შესახებ არ იცის საზოგადოებამ და მეორე – ის არ არის ხელმისაწვდომი პაციენტისთვის!