ქალის 4 P 4P-ზე.
ისიც ხდება, როცა წერის ხასიათზე სულაც არ ხარ, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელია.
ჩემი ბლოგპოსტები სიდიდით გამოირჩევა, მაგრამ, როცა ზოგჯერ აუცილებელია, რომ დაწერო, დიდი სულაც არ გამოდის. სიდიდეს ამ შემთხვევაში, სულაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ის, თუ რას დაწერ.
ასე მაგალითად, ჰემინგუეიმ მოთხრობა დაწერა 4 სიტყვაში.
“იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. ჩაუცმელი”.
მოკლე მოთხრობები ფრედერიკ ბრაუნს, ო. ჰენრის და სხვებსაც აქვთ დაწერილი, მაგრამ ჰემინგუეი, თემატურად დავუკავშირე 4P-ის.
ეს ყველაფერი რომ არ ამეხსნა და თქვენი წარმოსახვისთვის მიმენდო, უკეთესი იქნებოდა?
მიმიხვდებოდით კი? ზოგჯერ, სხვების მხარდასაჭერად, ჩუმად ვაკეთებთ რაღაცებს, მაგრამ ამას არავინ იგებს. ის კი ვის მხარდასაჭერადაც, ჩუმად აკეთებ რაღაცას, შეიძლება გაბრაზდეს მხოლოდ იმიტომ, რომ საჯაროდ არ დაუჭირე მხარი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანიც ამის გამო შეიძლება დაკარგო.
იყოს ის რაც არის!
ახლა კი მივუბრუნდები ქალის 4P-ის.
ესენია:
1. პუნქტუალობა:
თუ ქალი საქმიანია და პუნქტუალური, ორგანიზაციას დიდ წარმატებას მოუტანს.
2. პომადა: თუ ქალს ლამაზი ტუჩები აქვს, პომადა სულაც არ სჭირდება, მაგრამ საჭიროა, განსაკუთრებით ზამთარში, რომ არ დაუსკდეს.
3. პენუარი: წარმოიდგინეთ, იღვიძებთ დილით და თქვენი პარტნიორი ყავას გთავაზობთ, საწოლიდან წამოდგომისას, იმდენად ლამაზი პენუარი აცვია, რომ ყავას აღარ სვამთ.
4. ”პოპკა”: თუ ლამაზია.. (დაასრულეთ ფრაზა)