თუ პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება ჩვევებში გავიყვანოთ, მაშინ საქმეების შესრულებაში წელს ყველაზე მეტად ეს დამეხმარა

თუ პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება ჩვევებში გავიყვანოთ, მაშინ საქმეების შესრულებაში წელს ყველაზე მეტად ეს დამეხმარა

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ნინი მეტრეველი 2025 წელს აფასებს. 

ბევრი ჩვევა მაქვს, კარგიც და ცუდიც, მაგრამ რომელიმერამეში დამეხმარა თუ არა წელს, ნამდვილად არ ვიცი. ზოგადად, მაინცდამაინც კარგი წელი არ ყოფილა. დიქტატურასთან ბრძოლის პარალელურად, საქმეზეკონცენტრირება არც ისე ადვილია და იმიტომ. თუმცა, რამდენიმე კარგი საქმის გაკეთება მაინც შევძელი. და თუპრინციპული გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება ჩვევებშიგავიყვანოთ, მაშინ წელს ყველაზე მეტად ეს დამეხმარა. პრინციპული გადაწყვეტილებების მიღების წყალობით, ვაკეთემხოლოდ ის, რისი სისწორისაც გულწრფელად მჯეროდა დაუარი ვთქვი ყველაფერ იმაზე, რაშიც ოდნავ მაინც მეპარებოდაეჭვი.

დიქტატურითვე გამოწვეულ პერიოდულ უიმედობასა დადემოტივაციას თავგამოდებით ვებრძვი, მაგრამ, ალბათ, რაღაცებში მაინც შემიშალა ხელი. ამ წუთას ისევ შემართებითვარ და კიდევ ერთხელ შევახსენებ საკუთარ თავსკანონზომიერებას – ბოროტება, როგორც წესი, ვერ იმარჯვებს.

2026 წელს ბრძოლის გაგრძელება მაქვს გეგმაში და იმედიმაქვს, ამის პარალელურად, საქმეზე კონცენტრირებას კიდევუფრო დიდი წარმატებით მოვახერხებ.