ჯეპრას კონსულტანტი, იოანე ცაგარეიშვილი 2023 წელს აფასებს.
2023 წელი რომ კამპანია იყოს. როგორ შეაფასებდი, რა იქნებოდა შენი წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მთავარი თემა.
ჩემთვის გასული წელი პოზიციონირდა, როგორც კარიერული და პიროვნული გარდატეხის პერიოდი, რომელმაც ფუნდამენტურად შემიცვალა მსოფლმხედველობა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე 2023 წელს განვითარებულ პროცესებს დავასათაურებდი სლოგანით „ვენდოთ პროცესს“ (Trust the process) – აღნიშნული სლოგანი ზუსტად გამოსახავს იმ გრძელვადიან პროცესს, რომელშიც არსებობა ხანდახან ძალიან რთულია, იგი სავსეა ქარტეხილებით, გამოწვევებით, საკუთარ თავთან ბძოლით, თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად მორჩილი ვრჩები იდეის, რომელიც მოიცავს იყო იმაზე უკეთესი, ვიდრე პროცესის დასაწყისში.
პს. ეს იდეა ჩემთვის უნივერსალურია და მოიცავს როგორც პიროვნული, ასევე კარიერული განვითარების გრძელვადიან პროცესს, (რომი ერთ დღეში არ აშენებულა-ს მსგავსი მიდგომაა, მაგრამ აქ თვით მოტივირების მექანიზმია ჩადებული)
რომ შეგეძლოს დროის უკან გადაწევა და ამ წლის დასაწყისში დაბრუნება, რა პროფესიულ რჩევას მისცემდი შენს თავს და როგორ ფიქრობ, რას შეცვლიდა ეს მიდგომა?
ჩემს თავს აუცილებლად ვეტყოდი, იო, იყავი მეტად ყურადღებით, გააფართოვე მსოფლმხედველობითი ლინზები, დაინახე ფართოდ მთლიანი სურათი!
აღნიშნული ასპექტის დახვეწა ბევრ რამეს შეცვლიდა, უფრო გამიმარტივდებოდა საქმიანობა, ზოგადად დეტალებზე ზედმეტად ორიენტირებულობა ფართო სურათის აღქმაში გვზღუდავს და პირიქით, მხოლოდ ფართო სურათის დანახვა კონკრეტულ დეტალებს გვავიწყებს.
2023 წელს რომ გადავხედოთ, რომელი პროფესიული მიღწევით ამაყობ ყველაზე მეტად? (ნებისმიერი ტიპის მიღწევა)
პირველ რიგში იმით ვამაყობ, რომ საქართველოში საუკეთესო პიარ საკონსულტაციო კომპანიამ შეარჩია ჩემი სამოტივაციო წერილი, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირი წესის უგულვებელყოფით იყო დაწერილი – ეს მომენტი დღემდე ძალიან მიყვარს,
სიტყვები ვერ აღწერს იმ განცდას, რამდენად მადლობელი ვარ იმ შანსის, რომელიც მომცა ჯეპრამ და გამხვია საინტერესო თავგადასავალში.
მოგვიყევი ‘behind-the-scenes’ ამბავი, რომელიც პროექტის/ღონისძიების დროს გადაგხდა წელს, რამაც შენს პროფესიულ განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია. – ეს კითხვა სავალდებულო არ არის.
ასეთი კონკრეტული ამბავი არ მაქვს, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ სოსოსთან თუნდაც არაფორმალური ურთიერთობა არის უდიდესი გამოცდილება.