ჯეპრას კონსულტანტი, რუსუდან უსტიაშვილი 2023 წელს აფასებს.
2023 წელი რომ კამპანია იყოს. როგორ შეაფასებდი, რა იქნებოდა შენი წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მთავარი თემა.
2023 წელი ჩემთვის ბევრი მიმართულებით იყო საინტერესო და გამორჩეული, თუმცა არა მარტივი. წლის დასაწყისში დავისახე რამდენიმე მიზანი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაბრკოლება შემხვდა გზად, მაინც არ გავჩერდი და არ ჩავიქნიე ხელი. ადრე არ ვიყავი ასეთი მიზანდასახული და ეს წელი ამით ნამდვილად გამორჩეული იყო. ასევე წელს გადავწყვიტე უფრო მეტად დავტვირთულიყავი და თუ ადრე, ჩემს შესაძლებლობებს უფრო დაბალ ლიმიტს ვანიჭებდი რომ არ გადავმწვარიყავი, წელს ეს შეზღუდვაც მოვუხსენი და ბევრი ფიქრის გარეშე გავყავი თავი ახალ საქმეებსა და პროექტებში, ვიმუშავე დატვირთვით, მაგრამ მოვახერხე ის, რომ ამას ხარისხზე არ ემოქმედა. და ამ ყველაფერში შფოთვის თანდათან შემცირება დამეხმარა. ნაკლები ღელვა – მეტი ქმედება – შეიძლება ასე შეჯამდეს ერთ მესიჯში ჩემი განვლილი გზა.
რომ შეგეძლოს დროის უკან გადაწევა და ამ წლის დასაწყისში დაბრუნება, რა პროფესიულ რჩევას მისცემდი შენს თავს და როგორ ფიქრობ, რას შეცვლიდა ეს მიდგომა?
ვეტყოდი, რომ ყველაფერი გამოვა რასაც მიზნად დაისახავ და რაც საჭიროა, რომ მოხდეს, ამიტომ იმ ცოტა ღელვასაც შევამცირებდი, რასაც წლის დასაწყისში განვიცდიდი, როცა ახალ საქმეს ან დაბრკოლებას ვაწყდებოდი.
2023 წელს რომ გადავხედოთ, რომელი პროფესიული მიღწევით ამაყობ ყველაზე მეტად? (ნებისმიერი ტიპის მიღწევა)
სიამაყე დიდი ხანია არ ვიცი, რა გრძნობაა, უფრო სიხარულს დავარქმევდი ჩემს ნებისმიერ მიღწევას, რაც საკუთარი თავის განვითარებაში მეხმარება, ამიტომ ყველაფერი მიხარია, პიარსკოლის საუკეთესო შეფასებებიდან დაწყებული, რომელიც რაც დრო გადის, უფრო მზარდია, თითოეული ნაბიჯით რაც მანვითარებს და საკუთარი თავის უმაღლეს გამოვლინებასთან მაახლოვებს.