მარტი საკურას ყვავილობის თვეა, ამიტომ ეს მოვლენა ჯეპრას საქმიანობაში მენეჯმენტის, ხარისხის მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების იაპონური გამოცდილების გამოყენების მაგალითებს დაეთმო. კანოს მოდელის წარმდგენები: თიკო სამყურაშვილი, თეონა ხმელევსკი, ელენე თაყაიშვილი.
ეს არის მიმზიდველი ხარისხის თეორია, რომელიც თავდაპირველად გამოიყენებოდა, როგორც ხარისხის მართვის ინსტრუმენტი, თუმცა შემდგომში უფრო ხშირად ახალი პროდუქტების შექმნისა და მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის გამოიყენება.
მისი ავტორი ნორიაკი კანოა.
მიზანი
მომხმარებლების მოთხოვნებისა და საჭიროებების სრული დიაპაზონის განსაზღვრა და განაწილება პრიორიტეტების მიხედვით.
ახალი პროდუქტების შექმნა და შერჩევისა და უპირატესობების საკვანძო ფაქტორების განსაზღვრა.
არსი
საშუალებას გვაძლევს პოზიციონირების გამოხატვისა და ღირებული წინადადების შექმნის პროცესში წინ წამოვწიოთ ისეთი შთამბეჭდავი მახასიათებლები, რომელსაც აღტაცებაში მოყავს მომხმარებელი.
ილუსტრაციის ავტორი: ლილუ ბირკაძე