ჯეპრას უფროსი პარტნიორი და კონსულტანტი კახა მაღრაძე და ანუკი ცხოვრებაძე 2022 წელს აფასებენ.
როგორი წელი გქონდა პროფესიულად, როგორ განვითარდი, რა ისწავლე ახალი და რა შეიცვალა წინა წლებთან შედარებით?
კახა: უკრაინის ომმა და დაუსრულებულმა პანდემიამ მე პირადად ის მასწავლა, რომ კომუნიკაცია აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს არსებულ კონიუნქტურას და კონტექსტს. დღეს ვერც ბრენდები, თუ კომპანიები, ვერც საჯარო ინსტიტუტები თუ პოლიტიკოსები ვერ აუვლიან გვერდს აქტუალურ საკითხებს, რაც აწუხებს საზოგადოებას და სხვადასხვა ჯგუფებს. ანუ, თუ გინდა დააინტერესო აუდიტორია შენი ამბებით, პირველ რიგში მათი ინტერესები უნდა იპოვნო, გაითვალისწინო და შემდეგ გაქვს შანსი რომ ყურადღება მოგაქციონ.
ანუკი: ვფიქრობ, წინა წელთან შედარებით უფრო დატვირთული წელი გვქონდა, მე პირადად ყოველი შემთხვევისთვის. მეტი პროექტი გვქონდა ერთად, და მეტადაც მოგვიწია ერთად მუშაობა. მომწონს რომ წელს, პანდემიის შემდეგ მიღებული ბენეფიტები – სახლიდან მუშაობის კულტურა და მოკლე შეხვედრების ქოლებად ქცევა და ა.შ ადაპტირდა და დარჩა ყოველდღიური მუშაობის სტილში, მე პირადად ამან მომცა საშუალება უფრო პროდუქტიულად მემართა დრო.
როგორ შემაფასებ მე როგორც კოლეგას, რა ისწავლე წელს ჩემგან, რა პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარე?
კახა: წელს მაგრად მოგვიწია შეთამაშება და თან რამდენიმე პროექტის ფარგლებში ერთდროულად გვიწევდა მუშაობა. ჰოდა, ერთმანეთის დახმარების გარეშე არ გამოგვივიდოდა ეს ამბები. კარგი ის იყო, უსიტყვოდ რო ვინაწილებდით საქმეებს და ეს გვეხმარებოდა იმაში, ყველაფერი რომ მოგვესწრო. შენგან კი სიმშვიდეს ვსწავლობ და აუჩქარებლობას. ჯერჯერობით მჯობნი.
ანუკი: შენთან მუშაობა ყოველთვის ძალიან კომფორტულია, თან კარგია რომ ერთად ბევრ პროექტში ვართ, ერთმანეთის დაკავებულობის შესახებ მუდამ გვაქვს ინფორმაცია, რაც გვიმარტივებს გუნდში კომუნიკაციას.
შენგან კლიენტებთან ურთიერთობას და რაც მთავარია წერის მანერას/კულტურას ვსწავლობ. მართალია ჯერ სრულად ვერ დავეუფლე და ალბათ კიდევ ბევრი დოკუმენტის დაწერა მომიწევს სანამ ავითვისებ, მაგრამ მაინც სულ ვცდილობ და ვფიქრობ ნელ-ნელა ვაუმჯობესებს კიდეც.
წელს რის მიღწევა შევძელით ერთად, რა დაგვეხმარა ამაში?
კახა: რაც წელს ერთად გავაკეთეთ, ყველაფერში გიგა დაგვეხმარა უბრალოდ, კარგი იყო და ამან გაგვიადვილა, ჩემი აზრით, მაგრად საქმე, რომ თემატურად ჩვენი პროექტები ჰგავდა ერთმანეთს. სტრატეგიული კომუნიკაცია და სოფლის მეურნეობის სფერო იყო ყველა პროექტში მეტ-ნაკლებად წარმოდგენილი, რაც ჩვენს იდეებსა და ინიციატივებზე პოზიტიურად აისახა.
ანუკი: კი ნამდვილად, მეც ეს მგონია ჩვენი მთვარი მიღწევა ამდენი პროექტს რომ ერთდროულად გავუმკლავდით, და ამაში ხელი შეგვიწყო კარგმა და კონსტრუქციულმა კლიენტებმა და გუნდის შიგნით გამართულმა კომუნიკაციამ.