ჯეპრას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, ეკატერინა ვიატკინა 2019 წელს აფასებს.
როგორი წელი იყო შენთვის 2019 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?
2019 წელი სიახლეებისა და ცვლილებების წელი იყო ჩემთვის. შევიცვალე ორი სამსახური: იანვრიდან ახალ სამსახურში გადავედი, ხოლო სექტემბრიდან ჯეპრაში დავიწყე მუშაობა. შესაბამისად ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, უამრავ ადამიანებთან მომიწია მუშაობა და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე თითოელი მათგანისგან. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე, რომელიც აუცილებლად დამეხმარება მომავალში.
რამდენად შეძელი წლის დასაწყისში დაგეგმილი საკითხების განხორციელება? რა დაგეხმარა და რამ შეგიშალა ხელი?
2019 წლის დასაწყისში არ მქონდა კონკრკეტულად დაგეგმილი საკითხების ჩამონათვალი, თუმცა ვხვდები, რა ნაყოფიერი, საინტერესო და მოვლენებით სავსე წელი მქონდა. რაც მთავარია, ჩემში ვგრძნობ გარკვეულ ცვლილებებს და ეს იმას ნიშნავს, რომ მე ერთ ადგილას არ ვდგავარ, ვიზრდები და ვვითარდები. ამისთვის მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მეხმარებოდა და რჩევებს მაძლევდა ან პირიქით, ვისთანაც სულ კამათი მქონდა 😊 გავაანალიზე ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეები, რამდენიმე საკითხზე შემეცვალა შეხედულება. მომავალი წლის კონკრეტული გეგმების დასახვის იდეა ახლა უფრო მიმზიდველი და აქტუალურია ჩემთვის. 2020 წელს აუცილებლად უფრო ორგანიზებული და მომზადებული შევხვდები 😊
რაზე გწყდება გული? რა გიხარია?
ყველაფერი გამოცდილებაა, შეცდომებზე კი ჩვენ ვსწავლობთ. მიხარია, რომ ახალი წელი დაიწყო და 2019 წელს დაშვებულ შეცდომებს აღარ გავიმეორებ, იმედია 😊 აქედან გამომდინარე უფრო პროდუქტიული და წარმატებული წელი იქნება 2020.
რა გეგმები გაქვს 2020 წელს? რაზე აპირებ აქცენტის გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?
2020 წელი კიდე უფრო აქტიური მინდა მქონდეს. ჯეპრაში მელოდება ბევრი საინტერესო სამუშაო და გამოწვევა, რომელიც ჩემი ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მოითხოვს. ხოლო ჯეპრას გარეთ უფრო მეტი დრო მინდა დავუთმო საკუთარ თავზე მუშაობას: დავიწყო ვარჯიში, ვისწავლო დროის უფრო ეფექტური მართვა, გავაუმჯობესო ჩემი პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები.