ალბათ ყველას გვსმენია გამოთქმა „გემოვნებაზე არ დაობენ“ მაგრამ, ვფიქრობ სწორედ ეს არის თემა, რომელზეც დავა მუდმივად შეიძლება. ეს ფაქტი სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია, რადგან თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენებური ხედვა კარგსა თუ ცუდ დიზაინზე. ზოგს ფერადი და მხიარული მოსწონს, ზოგს შავ-თეთრი, ზოგს ძალიან მინიმალისტური და ა.შ. მოკლედ, ამ თემაზე კამათი ალბათ ყოველთვის აქტუალური იქნება. ვფიქრობ, საკუთარი გემოვნების მიხედვით დიზაინზე მსჯელობა პირველი შეცდომაა, რაც არ უნდა დავუშვათ, როდესაც ვქმნით ისეთ ნამუშევრებს, რომლებიც გათვლილია აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად.
როგორ გავიგოთ ჩვენს მიერ შექმნილი დიზაინ პრდუქტის ხარისხი?
ფოტოზე კარგად ჩანს სხვაობა “კარგსა და ცუდ” დიზაინს შორის. ალბათ თუ დააკვირდებით, მარცხენა ფოტოზე არსებული ინფორმაცია რთული წასაკითხია და მისი შესწავლა დამღლელი ხდება. ამ ვებ გვერდის დათვალიერების სურვილი ალბათ მალევე გაგვიქრება, რადგან მისი აღქმა ძალიან რთული და არაკომფორტულია. რაც შეეხება მარჯვენა ფოტოს, მისი ვიზუალური გაფორმება გვაძლევს საშუალებას მარტივად და სწრაფად აღვიქვათ მასზე განთავსებული სხვადასხვა პროდუქტი.
მაგალითად სოციალურ ქსელ”facebook”-ში, რომელიმე გვერდზე შესვლისას, პირველი რასაც ვუყურებთ და თვალში გვხვდება ეს არის გვერდის დიზაინი. სტატისტიკის მიხედვით ერთ წუთზე ნაკლებია საჭირო იმისთვის,რომ ჩვენ შეგვექმნას შათაბეჭდილება ამა თუ იმ ბრენდზე, კომპანიაზე და ა.შ, ამიტომ იმისათვი, რომ დიზიანი კარგი გამოვიდეს აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი პუნქტები, რათა სწორად მივაწოდოთ მომხმარებელს ინფორმაცია ჩვენს შესახებ და მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.