მარტივად რომ ავხსნათ … ერთის მხრივ, არსებობს რეპუტაცია – ის რასაც ყველა კომპანია, ორაგანიზაცია და საზოგადოებისთვის საინტერესო პირი უფრთხილდება და რის „შენებებასაც“ თითოეული, ძალიან დიდ დროსა და ძალისხმევას ანდომებს. მეორე მხარეს კი არის კრიზისი, რომელიც ზოგჯერ მოულოდნელად, ზოგჯერ კი საკმარისი დაკვირვებისა და მონიტორინგის ნაკლებობის ფონზე ვითარდება და დიდ საფრთხეს უქმნის წლების განმავლობაში „ნალოლიავებ“ რეპუტაციას.
ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ და ბიზნეს საქმიანობას ვაწარმოებთ სამყაროში, სადაც ახალი ამბები ძალიან სწრაფად ვრცელდება, არსებობს უამრავი პლატფორმა, სადაც მომხმარებლები მარტივად და ლაივ რეჟიმში, გამოთქვამენ საკუთარ აზრს, უკმაყოფილებას ამა თუ იმ საკითხისადმი და მალევე შეუძლიათ, თავის ირგვლივ თანამოაზრეების შემოკრება. შესაბამისად, ინფორმაციული ნაკადის მართვა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება, საკმაოდ გართულებული პროცესი გახდა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. ხშირად კრიზისის გამწვავების მაპროვოცირებელი კონკრეტული საკითხის არასწორი ინტრპრეტაციები და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ხდება.
ამ ფონზე, როდესაც ნებისმიერი კომპანია, ფაქტობრივად მუდმივად დგას საკომუნიკაციო კრიზისის წინაშე, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, ოღონდ გავაკეთოთ სწორად, გაწონასწორებულად, ისე, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი და თავად არ გავხდეთ კრიზისის გამწვავების საფუძველი. ამ დროს შედეგს მხოლოდ გააზრებული, წინასწარ დაგეგმილი, დროში განაწილებული გუნდური მუშაობა თუ გამოიღებს.
რა არის კრიზის მენეჯმენტი? – წინასწარ კარგად დაგეგმილი ნაბიჯების, ქმედებების ერთობლიობა, რომელიც შეამცირებს არსებული კრიზისის შედეგებს, შეარბილებს (ან სულაც აღმოფხვრის) ვითარების გამწვავებას და აგარიდებთ იმიჯისა და მოსალოდნელი ფინანსური ზიანის რისკს.
გასათვალისწინებელია, რომ კრიზის მენეჯმენტი და საჭირო აქტივობების დაგეგმვა, არ უნდა ხდებოდეს უშუალოდ კრიზისის დადგომის შემდეგ. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, შესაძლებელია გარკვეული რისკების განსაზღვრა წინასწარ. თავისთავად, ყველაფერი დამოკიდებულია ორგანიზაციის ოპერირების სფეროზე, იმის განსაზღვრაზე, თუ რამდენად მიდრეკილია თავად სფერო კრიზისებისადმი
ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებელ თანამშრომლებს, წინასწარ შეუძლიათ გათვალონ რა რისკის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზაცია მომავალში. ამის განსაზღვრა შესაძლებელია შემდეგი მექანიზმებით – ყურადღების მეტად გამახვილება და საჭირო ინფორმაციის მოპოვება მედია მონიტორინგისა და სოციალური მედია მონიტორინგის მონაცემების შესწავლით, ცხელი ხაზის ანგარიშის დეტალური ანალიზით და სხვა მსგავს მონაცემებზე დაკვირვებით. დაიმახსოვრეთ, რომ რეპორტი მხოლოდ რეპორტისთვის არ კეთდება, ეს არის ძალიან საინტერესო მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც კარგად დაგანახებთ ზოგად სურათს, საზოგადოების დამოკიდებულებას და ფარულ საკომუნიკაციო „ნაღმებს“.
შესაბამისად, მსგავსი დეტალური ანალიზის შედეგად, შესაძლებელია და აუცილებელიც, რომ წინასწარ მომზადდეს სამოქმედო გეგმა ე.წ. რისკების პასპორტი, რომელსაც კრიზისის დადგომის შემთხვევაში მიყვებიან პასუხისმგებელი პირები. ამისთვის საჭიროა:
თუმცა, თუ ორგანიზაციამ წინასწარ ვერ ან არ გააკეთა მსგავსი ტიპის გაიდლაინები, კრიზისის დადგომის დროს არსებობს რამდენიმე აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა, რომელიც კომუნიკაციაზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა უნდა გაითავისოს:
და მაინც რა ხდება კრიზისის შემდეგ, როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ნეგატიური ზემოქმედება ჩვენს იმიჯზე და დავიბრუნოთ საზოგადოების ნდობა? პასუხი ისევ და ისევ არის კომუნიკაცია და პერიოდული ანგარიშების გამოქვეყნება, იმის საჩვენებლად, თუ რა გაკეთდა ან კეთდება კრიზისის დადგომის შემდეგ – თავად ვუპასუხოთ კითხვებს და ვაკონტროლოთ ინფორმაციის გავრცელება ჩვენთვის საჭირო ჭრილში.