საზოგადოებრივი ორგანიზაციების მართვის სტილი და პრინციპები განსხვავდება კომერციული ორგანიზაციებისგან, რაც გამოწვეულია მათი სამიზნე აუდიტორიასა თუ სერვისების ბენეფიციარებს შორის განსხვავებით.
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ორგანიზაციული განვითარებისათვის საჭირო ფინანსების სიმწირე – მათ მიერ კონკრეტული პროექტის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსების მიმართვა შესაძლებელია და საკმარისია მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანების მისაღწევად. შედეგად კი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზაციული განვითარება და მდგრადობა დგება საფრთხის ქვეშ.
ერთის მხრივ, ბიზნეს-გეგმის კლასიკური ფორმატი მესამე სექტორის ორგანიზაციებისთვის შინაარსობრივად რთული, მოუხერხებელი და გამოუსადეგარია, მეორეს მხრივ კი, პროექტების მიხედვით დაგეგმვა იწვევს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების დანაწევრებას და ხელს უშლის სრული სურათის აღქმას.
ჯეპრა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თავაზობს განვითარების ინოვაციური მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც მორგებულია არამომგებიანი, მისიაზე ორიენტირებული კავშირებისა და ფონდებისთვის.
ჯეპრას გუნდისა და ინოვაციური მეთოდოლოგიის დახმარებით, თქვენ შეძლებთ: