ბაზრის ლიდერი კომპანიებისთვის კომფორტის ზონიდან გასვლა იმდენად რთულია, რომ ხანდახან გარემოში მიმდინარე ცვლილებებსაც კი ვერ ამჩნევენ.
ლიდერის მომდევნო პოზიციებზე მყოფი კომპანიებისთვის ლიდერი მისაბაძი სუბიექტია და მისი ადგილი დაკავება, ან მისთვის ბაზრის თუნდაც მცირე წილის ჩამორთმევა, მიმდევარ კომპანიებს ტრენდების ცვლილებებზე მეტად აინტერესებთ.
საბაზრო წილისათვის ბრძოლა მიმდინარეობს უკვე აპრობირებული, მრავალგზის ნაცადი მეთოდებით.
სტრატეგიული ანალიზისა და კონკურენტული უპირატესობების შეფასების კლასიკური მეთოდები (პორტერი, PEST, SWOT, SNW, BCG, G.E., McKinsey, 7s და სხვა) ცალკ-ცალკე და ერთად, გვაძლევს საშუალებას, რომ შევაფასოთ კომპანიის საქმიანობის ცალკეული ასპექტები, თუმცა არ გვაძლევს საერთო სურათის დანახვის და ბიზნესის წარმატების ურთიერთკავშირში მყოფი და ურთიერთგავლენის მქონე კრიტიკული ფაქტორების გააზრების საშუალებას.
ანალიზის არსებული ინსტრუმენტების ნაკლის დასაძლევად მსოფლიოს წამყვანი კომპანიები იყენებენ საინტერესო ინსტრუმენტს – ქმნიან ბიზნეს მოდელის ტილოს.
ბიზნეს მოდელის ტილო კომპანიის მნიშვნელოვანი, ურთიერთკავშირში მყოფი მახასიათებლების ვიზუალიზების ინსტრუმენტია, რომელიც წარმოაჩენს ამ კომპანიის უნიკალურობასა და კონკურენტულ უპირატესობას.
ბიზნეს მოდელის ტილო ლოგიკურად აღწერს, თუ როგორ და რა საშუალებით ქმნის და სთავაზობს კომპანია მომხმარებელს ფასეულ წინადადებას, რა ხერხებსა და არხებს იყენებს მოგების გენერირებისთვის.
ბიზნეს მოდელის ტილო, სტრატეგიული ანალიზისა და შეფასების სხვა მეთოდებთან კომბინირებით, ლურჯი ოკეანის პრინციპების გამოყენებით იქმნება.
ჯეპრამ ტრანსფორმაციის პროცესი მთლიანად დააფუძნა ბიზნეს მოდელის ტილოზე. ჩვენ უარი ვთქვით ბიზნეს გეგმის მოძველებულ ფორმაზე და სრულად ჩავანაცვლეთ ის ახალი მეთოდით.
ჯეპრას ტრანსფორმაციის სპეციალისტებთან ერთად და ბიზნეს მოდელის ტილოს გამოყენებით, თქვენ შეძლებთ: