ფასეული შეთავაზება არის ორგანიზაციის მომხმარებელზე ორიენტირებული განაცხადი, რომელიც ლაკონურად და გასაგებად გადმოსცემს პროდუქტის და სერვისის სარგებელს მომხმარებლისთვის და რომელიც სამომავლოდ უნდა გახდეს მომხმარებლის მიერ პროდუქტის / სერვისის შესყიდვის მოტივატორი.
ფასეული შეთავაზების შექმნა ყველა კომპანიისა თუ ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანაა, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს მყიდველზე გავლენის ხარისხს, წარმოაჩენს უნიკალურ და კონკურენტებისგან განმასხვავებელ სარგებელს.
ფასეული შეთავაზების ტილო ქცევითი ფსიქოლოგიისა და დიზაინ-აზროვნების ელემენტებს შეიცავს და ფასეული შეთავაზების ვიზუალური გამოხატულებაა.
ჯეპრას ანალიტიკოსებთან ერთად, ფასეული შეთავაზების ტილოს შექმნით, თქვენ შეძლებთ: