კომპანიის კონკურენტუნარიანობა ბაზარზე მის მიერ კლიენტებსათვის შექმნილი ფასეული წინადადებით განისაზღვრება. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა პროდუქტებისა და სერვისების შექმნის დროს, მომხმარებლების საჭიროებები უგულებელყოფილია.
უნიკალური ფასეული წინადადების შექმნას სწორედ მომხმარებლის სურვილების, მისი აღქმისა და დამოკიდებულების, კმაყოფილებისა და უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზების ღრმა ცოდნა ჭირდება.
მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე ფოკუსირება, მისი პრობლემების მოგვარების გზების ძიება კომპანიების მუდმივი საზრუნავი ხდება.
ემპათიის რუკა მომხმარებლების მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და მათი აზროვნების წესის, ქცევის და საჭიროებების ვიზუალიზაციის ინსტრუმენტია.
ეს ინსტრუმენტი დაგეხმარებათ, უკეთ გაიცნოთ თქვენი მომხმარებელი, გაიაზროთ მისი გამოწვევები და შესაძლებლობები, გაერკვეთ მისი ქცევის მოტივატორებში, შეისწავლოთ მისი გარშემომყოფები და საქმიანობის გარემო.
ემპათიის რუკის შედგენის სრული პროცესი მიმართულია ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების შერჩევაზე, რომელიც მომხმარებლის ცხოვრებისა და საქმიანობის პირობებს გააუმჯობესებს და დადებითად იმოქმედებს კლიენტების შეგრძნებებზე, აღქმასა და განწყობაზე.
ჯეპრას ანალიტიკოსებისა და დიზაინერების გუნდის დახმარებით, მომხმარებლების ემპათიის რუკის მეშვეობით თქვენ შეძლებთ: