ცვლილება პოზიტიური ცნებაა, რომელიც დაკავშირებულია წინსვლასთან, მოძრაობასთან, ინოვაციასთან, წარმატებასთან. თუმცა, იმისათვის რომ ცვლილების შედეგი ნამდვილად გახდეს წინსვლა და წარმატება, პროცესს სჭირდება მართვა.
ბიზნეს მოდელის ცვლილება, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, კომპანიების შერწყმა და გაერთიანება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რესტრუქტურიზაცია, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის ცვლილება და მრავალი სხვა პროცესი არის ცვლილება, რომელიც მიმართულია კომპანიების და ორგანიზაციის წარმატების, ზრდისა და განვითარებისკენ და საჭიროებს მართვას.
„ჯეპრას“ ცვლილებების მართვის გუნდთან ერთად თქვენ შეძლებთ:
- მკაფიოდ განსაზღვროთ და ჩამოაყალიბოთ, თუ რა შედეგების მიღწევა გსურთ დაგეგმილი ცვლილებებით;
- შეიმუშაოთ ცვლილებების განხორციელების გეგმა, რომელიც მოიცავს: შესასრულებელ სამუშაოებს, გეგმის შესრულებაზე გავლენის მქონე შიდა და გარე ფაქტორებს, პოტენციურ რისკებს და რისკების მართვის გეგმას, მონიტორინგის და შეფასების მექანიზმებს და კრიტერიუმებს
- მოახდინოთ მიზნების და მოსალოდნელი შედეგების გაცნობა თქვენი გუნდის წევრებისა და ჩართული მხარეებისათვის, მათი ცვლილებების პროცესში ჩართულობის და მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის;
- განახორციელოთ შემუშავებული გეგმა და მიაღწიოთ დასახულ მიზნებს;
- უზრუნველყოთ მიღწეული შედეგების კომუნიკაცია გუნდის წევრების, დაინტერესებული მხარეებისა და სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.