მას შემდეგ, რაც ჯეპრაში მოვხვდი, დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის მთავარ ძალას მისი მომხმარებელი წარმოადგენს.
მოხმარებლის საჭიროებების, ქცევისა და დამოკიდებულებების ცოდნა კი უმნიშვნელოვანესია, რათა კომპანიამ მომხმარებლამდე სწორი მესიჯისა და ისეთი ფასეული წინადადების მიტანა შეძლოს, რომელიც ზუსტად იქნება მათზე მორგებული.
რა სურს მომხმარებელს?
კითხვა, რომელზეც სწორი პასუხი კომპანიების წარმატების საწინდარია, მაგრამ მასზე პასუხის გაცემა არც თუ ისე მარტივი. თუმცა გზები, მასზე პასუხის გასაცემად, მაინც მოიპოვება. მეთოდი, რომელზეც დღეს მინდა, გესაუბროთ, უნიკალურია, ვინაიდან ის საუკეთესო ინსტრუმენტია ორგანიზაციებისთვის, ფოკუსირდნენ მომხმარებელთა საჭიროებებზე, სურვილებსა და უპირატეს მოთხოვნილებებზე, რაც მათ საბოლოოდ ფასეული წინადადების შექმნასა და ბაზარზე კონკურტენუნარიანი პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარებათ.
მოდით განვიხილოთ, რა არის ემპათიის რუკა და როგორ შეუძლიათ კომპანიებს მისი სასიკეთოდ გამოყენება!
ემპათიის რუკა ვიზუალური ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლის საჭიროებების, ქცევების, აზროვნებისა და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების ასახვის მიზნით იქმნება. ეს ინსტრუმენტი კომპანიებს ეხმარება, უკეთ შეისწავლონ მომხმარებელი, მისი გარემო, ქცევები, პრობლემები, მიზნები. თითოეული ასპექტი კი მნიშვნელოვანია, რათა კომპანიამ შექმნას ისეთი პროდუქტი თუ სერვისი, რომელიც ზუსტად იქნება მომხმარებელზე მორგებული.
გარდა ამისა, კომპანიებისთვის ემპათიის რუკა საშუალებაა, შექმნან საუკეთესო ფასეული წინადადება, რომელიც მეტად მოქნილი და შესაფერისი იქნება კლიენტთან ურთიერთქმედების არხებისთვის და მათთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის.
ემპათიის რუკა 6 ძირითადი ბლოკისგან შედგება:
თითოეული მათგანი ყოვლისმომცველ ინფორმაციას გვაძლევს მომხმარებელთა საჭიროებებზე, დამოკიდებულებებზე, ქცევებზე, გარემოზე, პრობლემებზე, მიზნებსა და მომხმარებელთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, ემპათიის რუკა ვიზუალური ინსტრუმენტია, რომელიც კომპანიებს ეხმარება:
1.შექმნან უნიკალური ფასეული შეთავაზება.
2.განსაზღვრონ კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგია.
3.შეისწავლონ მომხმარებელთა სამიზნე სეგმენტი.
5.გაანალიზონ, შეაფასონ და გააუმჯობესონ ან შექმნან კომპანიის ახალი ბიზნეს მოდელი.
6.უკეთესად შეისწავლონ მომხმარებელთა ქცევაზე, დამოკიდებულებაზე, გარემოზე მოქმედი ფაქტორები.
და თუ ფიქრობთ, რომ თქვენს მომხმარებელს სათანადოდ არ იცნობთ, მაშინ ეს მეთოდი თქვენთვისაა განკუთვნილი.