ჩემი თავგადასავალი The witcher- ის სამყაროში

ჩემი თავგადასავალი The witcher- ის სამყაროში

ჩემი თავგადასახალი the witcher- ის სამყა

 

ჩემი ცხოვრება განსაკუთრებით გაფერადდა 15 აგვისტოს, როცა დიდი ლოდინის გავლით, ჩემთან ჩამოაღწია დაბადების დღის საჩუქარმა ესტონეთიდან, მადლობა ჩემს დას და სიძეს. ლამაზად შეფუთულ პატარა ყუთში ელექტრო წიგნი აღმოჩნდა, რომელსაც დიდი ხანი ვნატრობდი. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი თავგადასავალი The witcher-ის სამყაროში.

დღესდღეობით ყველაზე პოპულარული ვიდეო თამაში witcher-ი ფენტეზის ჟანრის 8 წიგნიანი რომანის სერიის მიხედვით შეიქმნა. თამაშით დაინტერესებული გადავძვერი წიგნში, უკვე მეექვსე წიგნზე ვარ და წინასწარ განვიცდი, როგორ განვაგრძობ ცხოვრებას მერვე წიგნის წაკითხვის შემდგომ, ჩემი საყავრელი პერსონაჟების გარეშე.

ჩემი თავგადასახალი the witcher- ის სამყა

წიგნს საფუძვლად უდევს პოლონური ხალხური თქმულებები. ავტორის, ანჯეი საპსოვსკის დამსახურებით, დღეს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ჩემნაირი ადამიანი მთლიანად ან ნაწილობრივ გადამძვრალია ამ სამყაროში.

„მხედვარი“ როგორც ქართულადაა ნათარგმნი დღეს პოლონეთის სიამაყეს წარმოადგენს. პოლონენის პრეზიდენტმა შეხვედრაზე პირადად გადასცა ამერიკის პრეზიდენტს ვიდეო თამაშის სამივე დისკი.

ასე, მინდოდა მომეყოლა, რომ ხან ნილფგაარდში დავრბივარ, ხან რივიაში, რომელ სამყაროში გადავალ ახლო მომავალში ჯერ უცნობია. 🙂

ჩემი თავგადასახალი the witcher- ის სამყა