ახალი ჰობი 25 წლის ასაკში და თანაც სეზონის ბოლოს მაინც აღმოვაჩინე

ახალი ჰობი 25 წლის ასაკში და თანაც სეზონის ბოლოს მაინც აღმოვაჩინე

გადავწყვიტე შაბათ -კვირა მთლიანად დავუთმო თავისუფლებას.

 

ახალი ჰობი მოგვიანებით, 25 წლის ასაკში და თანაც სეზონის ბოლოს მაინც აღმოვაჩინე – სრიალი…

წელს პირველად ვისრიალე გუდაურში. ხშირად მქონდა სურვილი, თუმცა რატომღაც არასდროს წავსულვარ. ჩემი ახალი ინტერესის გაჩენა სრიალისადმი რეალურად ჩემი გადაწყვეტილების ბრალია – გადავწყვიტე, შაბათ -კვირა მთლიანად დავუთმო თავისუფლებას. არანაირი მუშაობა, არანაირი კომპიუტერთან 10 საათიანი ჯდომა, არანაირი სახლში დარჩენა, ნაკლები სიგარეტის კვამლში გახვეული ბარები! მივხვდი, რომ weekend-ზე მჭირდება მხოლოდ ქალაქიდან გასვლა და დაბრუნება ენერგიულ, საინტერესო ცხოვრებაში, ბუნებასთან მეტი სიახლოვე და ფილტვების გაბერვა სუფთა ჰაერით.

გადავწყვიტე შაბათ -კვირა მთლიანად დავუთმო თავისუფლებას.

ძალიან ბევრი ადამიანის ოცნებაა მოგზაურობა, მათ შორის ჩემიც და სწორედ ახლა მივაღწიე იმ კონკრეტულ აზრს, რომ მოგზაურობა სწორედ შენი ქვეყნიდან უნდა დაიწყო… რომელიც ასეთი მრავალფეროვნებით, სილამაზით გამოირჩევა და ბევრ საინტერესო თავგადასავალს გთავაზობს.

რაც შეეხება ჰობს და სრიალს, სრიალი მარტივია. მოყვარულის დონეზე სწავლას, მხოლოდ რამდენიმე ჩამოსრიალება ჰყოფნის. მთავარი პრინციპის პოვნაა, თხილამურების შემთხვევაში „სამკუთხედი“. ამ სიტყვას იქ ყველა გაჰკივის – ინსტრუქტორით დაწყებული, უბრალო მოსრიალე ადამიანით დამთავრებული. თუმცა, ინტრუქტორის დაქირავების მიუხედავად, “სამკუთხედს“ მანამდე ვერ გააკეთებ, სანამ შენ სხეულს არ შეისწავლი და შენში დინამიკას არ აღმოაჩენ. პირადად მე, ინსტრუქტორი არ დამჭირვებია, რამაც მცირედით, თუმცა ფინანსების დახარჯვა შემიმსუბუქა.

ოდნავ რთულ ტრასაზე რომ გადახვალ შენ თავში უკვე უშიშარი ძალა გჭირდება, უფრო დიდ დაღმართზე ჩამოსრიალებამდე ამბობ, რომ შეგიძლია და აკეთებ იმ მანევრებს, რაც სხვებზე დაკვირვების შედეგად იცი. ერთხელ დავარდნის შემდეგ, უკვე გრძნობ, რომ უფროდაუფრო მეტი გჭირდება. შემდეგ უკვე მყარად დგახარ და მეტი სიჩქარითაც ეშვები. ზუსტად ამ დროს გრძნობ, რომ მთელი კვირის დაღლილობას ინაზღაურებ, ენერგიით ივსები და უსასრულოდ გინდა გაგრძელდეს ასე.

გადავწყვიტე შაბათ -კვირა მთლიანად დავუთმო თავისუფლებას.

სამწუხაროდ, თოვლი უკვე დნება და სასრიალოდაც აღარაა კარგი, შემდეგ weekend-ზეც ვეღარ ვისრიალებ. ამიტომ, მომავალ ვიქენდზე სხვა გეგმები მაქვს, რასაც აუცილებლად იხილავთ შემდეგ პოსტში. ამ პატარა ბლოგპოსტით კი იმის თქმა მინდოდა, რომ სწორად უნდა მართოთ თქვენი თავისუფალი დრო, დასვენების დღეები. ჰობი ერთადერთია, რითაც თქვენს თავს ცხოვრების ბოლომდე შეისწავლით, იპოვით თქვენში არსებულ ძალას და შესაძლებლობებს, ახალ უნარ-ჩვევებს ჩამოიყალიბებთ და მრავალფეროვან ცხოვრებას შეიქმნით. ყოველთვის დაიტოვეთ თქვენთვის საკუთარი weekend-ი და გადით ქალაქიდან – იქიდან, სადაც მოძრაობა გიჭირთ და სული გეხუთებათ.

გადავწყვიტე შაბათ -კვირა მთლიანად დავუთმო თავისუფლებას.