ნუ მოკლავ დროს!

ნუ მოკლავ დროს!

ნუ მოკლავ დროს!

 

CareerBuilder-ის მიერ 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ არსებობს ფაქტორები / აქტივობები, რომლებსაც “დროის მკვლელები” ეწოდებათ და დასაქმებული ადამიანების პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად ამცირებენ. ასეთებია:
– მობილური ტელეფონი / მოკლე ტექსტური შეტყობინებები – 52%;
– ინტერნეტი – 44%;
– კოლეგებთან ჭორაობა – 37%;
– სოციალური მედია – 36%;
– ელექტრონული ფოსტა – 31%;
– მოწევა და წახემსება – 27%;
– შეხვედრები – 26%;
– ხმაურიანი თანამშრომლები – 17%;

ამ ფაქტორებიდან გამოიყო ტოპ ხუთეული, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს დასაქმებულის მიერ სამუშაოს სრულყოფილად და დროულად შესრულებას.

ნუ მოკლავ დროს!

ცდუნება დიდია, რომ საქმეს მოვწყდეთ და დრო გავიყვანოთ ფეისბუქის თვალიერებასა და კოლეგებთან მეგობრულ საუბარში. ეს კი ხელს გვიშლის დასახული ამოცანების შესრულებაში. შესრულებული სამუშაოს დაბალი ხარისხი, დაბალი შრომისუნარიანობა, მენეჯერსა და თანამშრომელს შორის გაფუჭებული ურთიერთობა, სამუშაოს შესრულების დარღვეული ვადა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ გრძელი სიიდან, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენ მიერ სამუშაო დროის არარაციონალურ გამოყენებას.
არარეალურია, თუნდაც ჩვენივე თავს ავუკრძალოთ მობილურის ან ელექტრონული ფოსტის გამოყენება, მოწევა ან წახემსება. არ არის საჭირო ვებრძოლოთ ამ პატარ-პატარა ყურადღების მომადუნებელ საქმიანობებს, თუმცა თუ მათ მოვაქცევთ გარკვეულ ჩარჩოებში, ეს დაგვეხმარება არ დავაზარალოთ ჩვენი პროდუქტიულობა.
დღესდღეობით, მრავალი საშუალება არსებობს სამუშაო დროის ეფექტიანი მართვისათვისა და საჭირო კოლეგების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. დღის დასაწყისშივე უნდა განვსაზღვროთ, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი. ჩამოწერეთ თითოეული სამუშაო და მიუწერეთ მას შესრულებისთვის საჭირო დრო, ასევე მიუთითეთ თუ მისი შესრულება დამოკიდებულია სხვა სამუშაოს შესრულებაზე. ასე გამოავლენთ რამდენი დრო გესაჭიროებათ იმ კონკრეტულ დღეს ყველა დასახული ამოცანის შესასრულებლად. განრიგში აუცილებლად შეიტანეთ დასვენებისთვის და განტვირთვისთვის საჭირო დრო. როგორ გამოიყენებთ ამ დროს – მოწევთ, შეჭამთ, სოციალურ ქსელებში გაერთობით, თუ სხვა რამ, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.
თავი აარიდეთ შეხვედრებს, როდესაც საკითხის მოგვარება ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო ზარის ან სხვა საშუალებებით არის შესაძლებელი. 5 წუთიანი შეხვედრა მინიმუმ 30 წუთს დაგაკარგვინებთ. გაიხსენეთ, ეს ის დროა, რომელიც მოკლე შესვენებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ნუ გადადებთ საქმეს, რომლის შესრულებაც არ აგცდებათ – ხშირად ვცდილობთ, თავი ავარიდოთ კონკრეტული სამუშაოს შესრულებას, ვიწყებთ რა კონცენტრირებას სხვა დავალებაზე. შედეგად მივიღებთ დარღევულ ვადებს, სამუშაოს, რომელიც მაინც უნდა შევასრულოთ და დაკარგულ დროს.
ეფექტიანად ეკონტაქტეთ თქვენ კოლეგებს – ნუ დახარჯავთ 15 წუთს იმისათვის, რომ წეროთ მათ გრძელი წერილები, როდესაც პირისპირ გასაუბრებაც საკმარისია.
მიყევით დღის განრიგს და შედეგიც გარანტირებული იქნება. თქვენი შრომისუნარიანობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხი და შედეგები აუცილებლად ამაღლდება.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ქცევით შეგიძლიათ სხვებს მისცეთ მაგალითი. შესაბამისად, ნურასოდეს დაარღვევთ თქვენ მიერ დადგენილ წესებს. თუ თანამშრომლებს მოსთხოვთ, რომ შეხვედრების დროს არ ისარგებლონ მობილურით, აუცილებლად ასევე მოიქეცით თქვენც. თუ თანამშრომლებს მოსთხოვთ, რომ სამუშაო დრო არ დახარჯონ სოციალურ ქსელებში კომუნიკაციისათვის, თქვენ თავსაც ასეთივე შეზღუდვა დაუწესეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თანამშრომელი მენეჯერის სარკეა. როგორი უფროსიც ხართ, ისეთივე თანამშრომლები გყავთ. ასე რომ, მიეცით მათ მაგალითი და გახადეთ თქვენი კომპანია უფრო ეფექტიანი და წარმატებული. დრო ხომ ყველაზე მწირი რესურსია და თუ თქვენ მას კარგად ვერ მართავთ ჩათვალეთ, რომ არაფრის მართვა არ შეგძლებიათ.

ნუ მოკლავ დროს!