ჩემი 5 თვის შვილი „გიჟდება“ ყვითელ ფერზე, ჰოდა ვფიქრობდი რატომ, როცა გაცილებით ინტენსიური (მაგ. წითელი,ლურჯი) და „მანათობელი“ (იასამნისფერი, წითელი, ლაჟვარდისფერი) ფერები არსებობს, მერე თვითონ ყვითელზე დავიწყე ფიქრი…
ყველაზე ნათელი ფერია თან ისე რომ არც ინტენსიურობას კარგავს, მაგრამ ყვითელი ყოველთვის ასეთი არ ყოფილა ის ვან გოგის შემდეგ და უკვე 20-21 საუკუნეში გახდა ასეთი.
ბოლო ათასი წლის მანძილზე შექმნილ შედევრებს რომ გადავავლოთ თვალი, მივხვდებით, როგორი ტრანსფრომაცია განიცადა ყვითელმა და გახდა ისეთი როგორიც ბავშვებს მოსწონთ რაც ჩემი აზრით უდავო პროგრესია.