მომხმარებელთა ჩართულობა ბიზნესპროცესებში

მომხმარებელთა ჩართულობა ბიზნესპროცესებში

თანამედროვე ბიზნეს გარემოში, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქტის არსებობა ბუნებრივი მოცემულობა გახდა, მომხმარებლის ბრენდის მიმართ ლოიალურობას ემოციური ფაქტორები განსაზღვრავს. ბიზნესის სწორი ქმედებები იწვევს მომხმარებლის პოზიტიურ გამოხმაურებას და ბრენდისადმი ლოიალურს ხდის მას.

მომხმარებლები ჩვენს ბიზნესს სიცოცხლისუნარიანს ხდიან. თუ ჩვენ პროდუქტს/სერვისს ვყიდით ისე, რომ არ გვყავს ლოიალური მომხმარებელი, ერთ დღესაც ჩვენი ბიზნესი შეწყვეტს არსებობას.

კომპანიები მეტ ყურადღებას უთმობენ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორია მათი მომხმარებლის გამოცდილება.

თუ გსურთ, იცოდეთ რა სჭირდება და რა აწუხებს თქვენს მომხმარებელს, როგორ გამოიწვიოთ მათი პოზიტიური გამოხმაურება და როგორ მიიღოთ მეტი ჩართული მომხმარებელი, გთავაზობთ რამდენიმე გზას:

სოციალური მედია გამოიყენე ინსტრუმენტად და არა უბრალოდ პლატფორმად – სოციალური ქსელი ნამდვილად არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს კომუნიკაცია დავამყაროთ ჩვენს მომხმარებელთან, თუმცა შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც ინსტრუმენტი, რათა მივიღოთ უკეთესი შედეგი.

2015 წლის, ივლისის მონაცემებით მსოფლიოს მოსახლეობა 7,7 მილიარდია, აქედან 2.3 მილიარდი იყენებს სოციალურ ქსელებს. მათთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ინფორმაციის მიღება, მათ ეს სოციალური ქსელების გარეშეც შეუძლიათ. როცა ისინი ჩვენი “ფოლოვერები” არიან, სჯერათ, რომ ჩვენ მათ დავეხმარებით.

ჩვენს მომხმარებლებს აქვთ პრობლემები და სჭირდებათ მათი სწრაფი გადაჭრა. ამის კარგი მაგალითია, მსოფლიოში ცნობილი ბრენდი “ლენოვო”, რომელიც სოციალური ქსელებით მიღებულ უკუკავშირს ანალიზს უკეთებს და სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე იცის რა ფერის ლეპტოპი, რა ზომის ეკრანი მოსწონს მის მომხმარებელს.

ჩაატარეთ კონკურსი

სოციალურ ქსელებში ჩატარებული კონკურსებით არა მარტო ყურადღებას მიიქცევთ, არამედ შესაძლებლობა გექნებათ დააჯილდოვოთ ისინი ჩართულობაში.

გახადე შენი მომხმარებელი შენი გუნდის წევრი

ყველას გვსიამოვნებს, როცა რაღაცის ნაწილად ვგრძნობთ თავს და არც ჩვენი მომხმარებლები არიან გამონაკლისები. თუ მაგალითად, ჩვენი იუბილეს 10 წლის თავს აღვნიშნავთ, გავუკეთოთ განსაკუთრებული ფასდაკლება, ან შეთავაზება, მოვიწვიოთ ისინი წვეულებაზე. ეს არა მარტო გუნდის წევრად აგრძნობინებთ მათ თავს, არამედ დაანახებს, რომ მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი ლოიალური მომხმარებლების მიმართ.

შექმენი ჯგუფები და ფორუმები

ჯგუფების მთავარი უპირატესობაა პირდაპირ ჩართოთ თქვენი მომხმარებლები. უპასუხოთ მათ კითხვებს, გამართოთ დისკუსიები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს ინდუსტრიასთან, შესთავაზოთ თქვენს აუდიტორიას ისეთი სიახლეები, რაც მათ აინტერესებთ და ეძებენ.

განავითარე ემოციური კავშირი

არსებობს კვლევა (Forrester and The Corporate Executive Board and Google), რომელმაც შეისწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებელთან ძლიერი ემოციური კავშირის შექმნა.

კლიენტებთან ემოციური კავშირის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა – კომპანიამ აჩვენოს ადამიანური სახე, რომ ის კონკრეტულ პერსონებთან არის კავშირში და არ არის მხოლოდ კორპორაცია.

არსებობს რამდენიმე გზა, რომ ჩართოთ თქვენი მომხმარებელი და ამავე დროს აჩვენოთ თქვენი ბიზნესის ადამიანური მხარე:

  • წარმოადგინეთ თქვენი თავი – ყოველთვის, როცა თქვენს ონლაინ სივრცეში გამოჩნდება ახალი ფოლოვერი ინდივიდუალურად გაუგზავნეთ შეტყობინება
  • გამოიყენეთ გუნდის წევრების სახელები/ფოტოები სოციალურ ქსელებში და ფორუმებზე
  • იყოლიეთ ბრენდ ამბასადორი

დაუყონებლივ გამოეხმაურეთ მომხმარებლის ზარებს

სწრაფი გამოხმაურება ქმნის შემოსავალს. მაგ, როდესაც ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ მომხმარებელს 6 წუთზე ნაკლებ დროში გასცა პასუხი, ის მზად იყო მომავალში მისთვის 20$-ზე მეტი გადაეხადა.

მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ის, რომ მომხმარებელთა ჩართულობა არ არის დანიშნულება, ეს არის მოგზაურობა, რადგან ეს არ მთავრდება!

თუ თქვენ გამოიყენებთ სტრატეგიებს მომხმარებელთა ჩართულობისთვის, თქვენ არა მარტო გაზრდით მომხმარებელთა რაოდენობას, არამედ შექმნით ბრენდს, რომელიც ყოველთვის იქნება ბაზრის შუაგულში.

თქვენ რომელ მომხმარებელთა ჩართულობის სტრატეგიებს იყენებთ თქვენს ბიზნესში?

//]]>