HoHoHo… from TV Ads

HoHoHo… from TV Ads

იმის მიუხედავად რომ ახალი წლის მოახლოების განცდამ საქართველომდე ჯერ ვერ მოაღწია საერთაშორისო ბრენდებმა უკვე იზრუნეს ჩვენთვის შესაბამისი განწყობის შექმნაზე და სპეციალურად ახალი წლის პერიოდისთვის შექმნეს კრეატიული და ემოციური სარეკლამო რგოლები, რომლებიც გულგრის არავის დატოვებს.

ბოლო პერიოდში კომპანიები ძირითად აქცენტს ემოციურ ვიდეო რგოლებზე აკეთებენ და იმ “პატარა სიკეთის” კეთებაზე, რომელიც ყველასათვის მოულოდნელია და გარშემომყოფების აღფრთოვანებას იწვევს.

asasa

ვინ დაამზადებს ყველაზე ემოციურ ვიდეო რგოლს? “შეჯიბრებაში” თავდაპირველად ჩაერთო John Lewis, მას მოჰყვა Sainsbury’s და Apple-ის სარეკლამო რგოლები, რომლებმაც გადაუხვიეს ტრადიციული საახალწლო ვიდეოების თემატიკას და მომხმარებელს შესთავაზეს კრეატიული, თბილი და ემოციური ნამუშევრები, რომლებიც ბრენდებისადმი პოზიტიურად განგაწყობთ და რაც მთავარია, აღწევს დასახულ მიზანს – თითოეულ ადამიანს სადღესასწაულო განწყობას უქმნის.

https://www.youtube.com/watch?v=iccscUFY860#t=27

https://www.youtube.com/watch?v=WRsPnzcZ1VY

ჯადოსნური გმირები, ჩვეულებრივი ადამიანები … კეთილი ჯადოქრების როლს ირგებენ და მათ მიერ განხორციელებული “პატარა სიკეთით” გვაჯერებენ, რომ ახალ წელს ნამდვილად უნდა გვჯეროდეს სასწაულების, რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს ეს ფრაზა. იმის მიუხედავად რომ კომპანიების უმრავლესობამ უარი თქვა სანტას მონაწილეობით ტრადიციული ვიდეო რგოლების გადაღებაზე.

 

https://www.youtube.com/watch?v=hCS7HmjZAto

უფრო მეტიც, ზოგიერთი სიუჟეტი თავდაპირველად შეიძლება ახალი წლისთვის შეუფერებელიც კი მოგეჩვენოთ, საბოლოო ჯამში ყველა მათგანი გვახსენებს, რომ ახალი წელი ახლოვდება, პერიოდი რომელიც ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში უნდა გავატაროთ და არ დავივიწყოთ “პატარა სიკეთე” და მისი გაცემის შესაძლებლობებზე ვიფიქროთ.

პ.ს. HoHoHo…ეს სანტას ტრადიციული შეძახილია. შეიძლებოდა „პ.ს.“-ი საერთოდ არ ქონოდა ამ პოსტს, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე. 