მაპატიე!

მაპატიე!

თვეზე მეტი ვფიქრობდი რაზე დამეწერა მორიგი პოსტი, სიყვარულზე, მეგობრობაზე, კარიერაზე თუ… ამ ფიქრში და გაწამაწიაში ახალი წელიც მოახლოვდა… ახალი წელი იქით იყოს და.. „მარნეულის მურაბის დღეც“ გადავაგორეთ… ასე გადაღლილი და არაქათგამოცლილი ვწერ ახლა, მაგრამ ჯერ არ ვიცი რას და რაზე…

არასოდეს მიყვარდა და მიყვარს გამონათქვამი: „ყველაფერი კარგად იქნება…“ მაინც ყველაფერი ისე არ არის, როგორც მინდა ხოლმე… ან ვერ მიგებენ, ან ვერ ვუგებ! ხშირ შემთხვევაში კი, ეს ყველაფერი ცუდად სრულდება ან საერთოდ არ სრულდება!

ერთი სიტყვით მოვიფიქრე პოსტის თემა… როგორ უშლის ხელს, ამ შემთვევაში კარიერას ვერ ვიტყოდი, სამსახური შენს პირად ბედნიერებას! ამის „ხიბლი“ ბევრჯერ ვიგემე – თითქმის ყველა მნიშვნელოვან დღესასწაულს საყვარელი ადამიანის გარეშე ვატარებ, რის გამოც შემორიგებას იმდენი დრო სჭირდება ხოლმე… კვლავ ახალი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდები – ისევ დღესასწაული და ისევ საყვედურები!!!

მაგრამ ერთს ვიტყოდი – ვიყო უფრო მეტად მიმტევებელი და არ მივაქციო გაბრაზებულ გულზე ნათქვამ საყვედურებს ყურადღება! მაგრამ… არ გამომდის! არადა, მინდა ახლა ხმამაღლა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს! აი, კიდევ ერთი პრობლემა – მხოლოდ სიყვარული არ ყოფილა პირადი ბედნიერებისთვის საკმარისი! ამ ვირტუალურმა ცხოვრებამ კი ყველაფერი უფრო მეტად ყირაზე დააყენა, უფრო სწორად, დამიყენა!

მოკლედ… არადა ეს ჩემი საქმეც მიყვარს, რომელსაც ვერ ვღალატობ, ვერ ვიქნები მის მიმართ გულგრილი და უყურადღებო! ღამეებს ორი რამის გამო ვათენებ – საქმის და… იმაზე ფიქრში როგორ შემოვირიგო „ის“…
ახლა კი მინდა ხმამაღლა ვთქვა „ყველაფერი კარგად იქნება…“ მთავარია, ჩვენ ზედმეტად მომთხოვნები არ ვიყოთ!

„ადამიანის სისუსტეებს შორის ყველაზე საინტერესო და ყველაზე საპატიებელი სიყვარულია“…
ასე რომ მაპატიე!
მაპატიე ის სამი დღე, 72 საათი, 1728 საათი, 103 680 წუთი და 6 220 0800 წამი ….