ზღაპარი პიარ სპეციალისტებისთვის, როგორ იპოვა “P”- მ “R”

ზღაპარი პიარ სპეციალისტებისთვის, როგორ იპოვა “P”- მ “R”

ზღაპარი პიარ სპეციალისტებისთვის

იყო და არა იყო რა. იყო ერთი ”P”, რომელიც “პუბლიკასთან” დაახლოებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფრით მოეძებნა სწორი გზა.

დადიოდა ასე მარტოდ მარტო, კი არ დადიოდა, დაჩანჩალებდა. გრძნობდა, რომ რაღაც აკლდა და ის რაღაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

ერთხელაც გადაწყვიტა, ჩამოყოლოდა ანბანის თანმიმდევრობას და მოეძებნა მისთვის შესაფერისი მეწყვილე. დაიყენა გვერდით ”A”.

“PA”- დააწყვილა სიტყვები PUBLIC ALL-მიხვდა, რომ ეს არ გამოდიოდა, იმიტომ, რომ PUBLIC- საზოგადოებაა და ALL-შიც მთელი საზოგადოება იგულისხმება.

გადავიდა ”B”-იზე. ”PB”-აქაც მიხვდა, რომ დიდი და მცირე საზოგადოება არ არსებობს. გადავიდა ”C”-ზე. ”PC”-პერსონალური კომპიუტერი. კარგი კომბინაცია გამოვიდა. დაფიქრდა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს იქნებოდა ძალიან კარგი, სასარგებლო ნივთი.

ასე ჩაუყვა ანბანის თანმიმდევრობით და როგორც იქნა, მივიდა ასობგერა ”R”-თან და დაიწყო ჩამოთვლა: Rain, random, royal, routine, rabbit, reach, ring, rubber, raspberry, rumor, rib, ribald, righteous, rose, revolution, resolution, role, real, relate, relation.

Relation. Relation. Relation.

R E L A T I O N

შეჩერდა. მოეწონა მიგნებული სიტყვა მიხვდა, რომ ურთიერთობები ადამიანებთან, საზოგადოებასთან სასარგებლო იქნებოდა.