YOSHITOMO NARA და პროტესტის ფაზა

YOSHITOMO NARA და პროტესტის ფაზა

პროტესტის ფაზა

ცოტა ხნის წინ, ჩემი საყვარელი (და ცოტა არ იყოს მივიწყებული) მხატვრის, YOSHITOMO NARA-ს ნახატები გავიხსენე. დიდ ხანს ვფიქრობდი იმაზე, თუ რატომ გამახსენდა მაინცდამაინც ამ დროს და რატომ მომწონს მისი შემოქმედება.

პროტესტის ფაზა

ის თითქოს ბავშვურია, მაგრამ ამავდროულად ზრდასრული და ჩამოყალიბებული.

პროტესტის ფაზა

 

პროტესტის ფაზა

თავისი ხისტი და რადიკალური გზავნილებით რეალობაზე მიგითითებს. თითქოს ორი ადამიანის აზრი ერწყმის ერთმანეთს და შენც გაიძულებს, ჩაერთო ამ დისკუსიაში.

პროტესტის ფაზა

ვფიქრობ, თანამედროვეობაში არტის ფუნქციაც ეს არის – მოწყვიტოს ადამიანთა ტვინები სოციალური ქსელის ჩახლართულ ლაბირინთებს და დააბრუნოს საწყის ეტაპზე, ემოციურ სტაბილურობაში.

პროტესტის ფაზა

რეალურად, ის რაც მოგვწონს, არის ჩვენი ქვეცნობიერის მისწრაფებები და სურვილები რაშიც ვაიგივებთ საკუთარ თავს .

პროტესტის ფაზა

 

პროტესტის ფაზა

მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ მომენტისთვის, ჩემი შინაგანი მდგომარეობა პროტესტის ფაზაზეა. ამიტომ გამახსენდა ეს ნახატები და გამიჩნდა სურვილი, გამეზიარებინა.

პროტესტის ფაზა

P.S არ არის აუცილებელი ირგვლივ ყველაფრის შეცვლა, რომ საკუთარ თავს მიუსადაგო ყველაფერი. თუ შენში შეცვლი ფუნდამენტს, რომელიც წინსვლაში გიშლის ხელს, შენს ირგვლივ თავისით შეიკვრება ის სივრცე, სადაც შენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენ.