Work Chat – ფეისბუკის პასუხი პროკრასტინაციას

Work Chat – ფეისბუკის პასუხი პროკრასტინაციას

Work Chat - ფეისბუკის პასუხი პროკრასტინაციას

 

Facebook Work Chat სულ ახლახანს გამოჩნდა App Store -ზე და კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ სოციალური მედიის გიგანტი არ ერიდება კორპორატიული სეგმენტისკენ უფრო შემართებული ნაბიჯების გადადგმას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე აპლიკაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა, ადრეულმა რეცენზიებმა უკვე საკმაოდ მკაფიო წარმოდგენა შექმნეს მის შესაძლებლობებზე.

ჯერ ვიტყვი, რომ პირადად მე, როგორც ტექნოლოგიური განვითარების მენეჯერსა და ჯეპრას ‘ბუსტაბაშს’, შემდეგი ყველაზე ნაკლებად მეხება, მაგრამ რაც მართალია, მართალია – facebook და სამუშაო საათები ერთმანეთს ვერაფრით ვერ ერწყმის. Work Chat კი რეალურ პოტენციალს გვანახებს, რომ სოციალური ქსელი ნამდვილ სამუშაო პლატფორმად გადაიქცეს.

მესინჯერი ვიზუალურად ყველასათვის ნაცნობი ჩატისგან დიდად არაფრით განსხვავდება, მაგრამ მეგობრების სიის ნაცვლად მთავარ ეკრანზე წააწყდებით მხოლოდ თქვენი კომპანიის თანამშრომლებს. შესაძლებელია შიდა, ოფისის მეგობრების წრეებიც შექმნათ და უფასო ონლაინ-ზარები განახორციელოთ ერთმანეთთან. შორ პერსპექტივაში, პლატფორმა საკმაოდ ამბიციურ მიზანს – ბიზნეს კონტაქტების ონლაინ წიგნაკის როლს უმიზნებს.

Work Chat - ფეისბუკის პასუხი პროკრასტინაციას

ჩატის გარდა, ახალ აპლიკაციას ღონისძიებების დაგეგმვის ე.წ. „გრუპების“ შექმნისა და ფაილების ატვირთვის ფუნქციაც ექნება. პროექტების წევრებს კი ინდივიდუალური სამუშაო წრეების შექმნა შეეძლებათ. ეს, ერთი შეხედვით, კოსმეტიკური ცვლილებები რეალურ ალტერნატივას გვთავაზობენ, რომელიც არამხოლოდ დროის ფლანგვას შეუშლის ხელს, არამედ სამსახურში პროდუქტიულობის მაჩვენებელს აწევს.
ასეა, ჩვენი საყვარელი ლურჯი სოციალური ქსელი დროის მფლანგველის იმიჯს ემიჯნება.