ისევე როგორც წინა წლებში, პროექტების წარმატება განპირობებული იყო გამოცდილი ჯეპრელებისა და ახალი თაობის წარმომადგენლების ერთობლივი საქმიანობით

ისევე როგორც წინა წლებში, პროექტების წარმატება განპირობებული იყო გამოცდილი ჯეპრელებისა და ახალი თაობის წარმომადგენლების ერთობლივი საქმიანობით

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი 2024 წელს აფასებს. 

რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი 2024 წელს, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე, ქვეყანაზე და პირადად თქვენზე?

გამოვყოფდი IWSC Wine & Spirits Judging in Georgia-ს. თუნდაც იმიტომ, რომ სპირტიანი სასმელების კატეგორია დაემატა კონკურსს, ისევ საერთაშორისო იყო, რადგან ჩვენი სამეზობლო მონაწილეობდა, რეკორდული რაოდენობის ოქრო და ვერცხლი მიიღეს ქართულმა ღვინოებმა და ბრენდებმა და IWSC-ის საიტზე გაჩნდა ცალკე კატეგორია – ჭაჭა.

ეს მართლა ცალკე აღნიშვნის ღირსია და ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საერთაშორისო კონკურსებში გაჩნდა ქართული ტრადიციული სპირტიანი სასმლის, ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არყის „ჭაჭის“, როგორც დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის კატეგორია.

ეს, ვფიქრობ, ჩვენი ეროვნული სასმელის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ჭაჭის ცნობადობა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებით აღარ შემოიფარგლება.

როგორ შეაფასებდით თქვენს როლს ჯეპრას წარმატებაში – რა გზით შეძელით გუნდისა და კლიენტების წინსვლაში მონაწილეობა?

ისევე როგორც წინა წლებში, პროექტების წარმატება განპირობებული იყო გამოცდილი ჯეპრელებისა და ახალი თაობის წარმომადგენლების ერთობლივი საქმიანობით – გამოცდილება, საქმისა და თემების ღრმა ცოდნა ტექნოლოგიურ სიახლეებთან ერთად ტანდემში პროექტების სწორად დაგეგმვისა და წარმატებით განხორციელების საფუძველს ქმნიდა.

რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის განხორციელებითაც გსურთ კომპანიისა და საზოგადოების წინსვლაში წვლილის შეტანა 2025 წელს?

ბევრი ცვლილება გვაქვს დაგეგმილი, რაც 2024 წლის სტრატეგიულ შეხვედრებზე გამოიკვეთა. თუმცა, გამოვყოფდი რუტინული ოპერაციების, მათ შორის ბიზნესპროცესების, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გაციფრულების დაწყებული პროცესის დასრულებას.