ჯეპრას უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე 2023 წელს აფასებს.
2023 წელი რომ კამპანია იყოს. როგორ შეაფასებდი, რა იქნებოდა შენი წლის კამპანიის მთავარი მესიჯი და მთავარი თემა.
წინევროპისკენ და შინევროპისკენ – მთავარი ღერძი და მამოძრავებელი პროცესი ჩვენს გარშემო მაინც საქართველოს ევროინტეგრაციაა და ასე იქნება შემდეგი წლებიც და იმედია ეს ყველაფერი 2030 წელს დაგვირგვინდება ისე როგორც ჩვენ მოგვეწონებააა 🙂
რომ შეგეძლოს დროის უკან გადაწევა და ამ წლის დასაწყისში დაბრუნება, რა პროფესიულ რჩევას მისცემდი შენს თავს და როგორ ფიქრობ, რას შეცვლიდა ეს მიდგომა?
კარგად უნდა წავიკითხო ხოლმე კონტრაქტები და შეთანხმების დეტალები უნდა მქონდეს გააზრებული. ამას უფრო ყურადღებით მივუდგები მომავალში. ხომ ვითომ ისედაც ნათელი ამბავია, მაგრამ წელს ბევრჯერ წავიმტვრიეთ ამაზე ცხვირი.
2023 წელს რომ გადავხედოთ, რომელი პროფესიული მიღწევით ამაყობ ყველაზე მეტად?
წელს ორჯერ მომიწია ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელ საერთაშორისო აუდიტორიასთან ჩვენი გამოცდილების თაობაზე პრეზენტაციის და სამუშაო შეხვედრის ჩატარება. სხვა სახით მომიწია კომპანიის და საკუთარი ნამუშევრის გაანალიზება