მას შემდეგ, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისში სტანდარტული IQ ტესტების შემუშავება მოხდა, უამრავი მასალა დაგროვდა მასზე სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენის შესასწავლად. გარდა რასის, სქესის, სოციალური მდგომადრობისა და ქვეყნებს შორის განსხვავებებისა, შესაძლებელი გახდა მის დროში ცვალებადობაზე დაკვირვებაც.
თავდაპირველად, დაკვირვების მონაცემები საკმაოდ პოზიტიური იყო (ე.წ ფლინის ეფექტი) და რამდენიმე ათწლეულით დაშორებულ თაობებს შორის სხვაობა საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. IQ საშუალოდ 3 პუნქტით იზრდებოდა ათწლეულის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ტენდენცია ჩვენი წინაპრების გონებვრივი შესაძლებლობების მიმართ სკეპტიკურად განგვაწყობს, დგება საკითხი, თუ რას შეეძლო გამოეწვია ესოდენ დრამატული ზრდა. საბოლოდ, კითხვა პასუხგაუცემელად რჩება. შესაძლო ახსნას ეძებენ განათლების სისტემის, კვების და სხვა გარემო ფაქტორებსა და მათ კომბინაციაში.
შემდეგ პერიოდში გამოვლენილი ზრდის ტემპის შემცირებისა და, ზოგ შემთხვევაში, საშუალო მაჩვენებლის კლების გამო კვლევა გართულდა. აღსანიშნავია, რომ კლება გამოვლინდა ისეთი მაღალი სოციალური კეთილდღეობის ქვეყნებში, როგორებიცაა ნორვეგია და დანია. დანიის შემთხვევისთვის რეალობასთან ახლოს მდგომი, თუმცა არაპოლიტკორექტული ახსნა ემიგრანტების სიმრავლე აღმოჩნდა.
ზოგადად, მეცნიერთა ნაწილი უფრო პესიმისტურად არის განწყობილი და თვლის, რომ კაცობრიობა სულ უფრო ნაკლებად გონიერი ხდება მაღალ IQ და შობადობას შორის არსებული ნეგატიური კორელაციის გამო.