მიუხედავად იმისა ბოლომდე ვაცნობიერებთ თუ არა, მუსიკა უნივერსალური ენაა. რამდენიმე თვის წინ ამერიკის ნაციონალური რადიოს საიტზე წერილიც კი გამოქვეყნდა სათაურით „უსულოა თუ არა ადამიანი ვისაც მუსიკა არ უყვარს?!“, ამის განსაზღვრა ცოტა რთულია, თუმცა, ბევრი ადამიანი ნამდვილად არ შემხვედრია ვისაც მუსიკისადმი ნეგატიური განწყობა ჰქონია (გემოვნებისდა მიუხედავად).
XX საუკუნის მიწურულს და უკვე XXI-ე საუკუნეში მუსიკას შესაფასებლად კიდევ ერთი ინსტრუმენტი დაემატა. „სამუშაო გარემოში მუსიკის სარგებლიანობა მომუშავეთა პროდუქტიულობაზე“ მეცნიერები ამ თემაზეც ხშირად იყოფიან. თუმცა უმეტესი კვლევები და ექსპერიმენტებიც რაც ამ კუთხით ჩატარებულა მაინც მუსიკის მოყვარულთა მხარეს იხრება, მათ შორის 1972 წელს გაკეთებული დაკვირვება საწარმოში მომუშავეებზე, მათი სამუშაოს ნაყოფიერება ბევრად გაიზარდა როდესაც ისინი უსმენდნენ მხიარულ თუ upbeat მუსიკას.
1972 წლისგან განსხვავებით, უმეტესი ჩვენგანი, ალბათ, ვინც ამ ბლოგს კითხულობთ ოფისებში ვართ კომპიუტერებს მიჯაჭვული და ჩვენი სამუშაოც უფრო მეტ კონცენტრაციას მოითხოვს. ამ შემთხვევაში ხმაური და მაღალ ხმაზე მუსიკა შეიძლება პირიქით ხელის შემშლელიც კი იყოს, ამიტომაც ფონური მუსიკა ან თუნდაც გარკვეული ხმები რომელიც შეიძლება ბევრმა მუსიკადაც არ აღიქვას უფრო ეხმარება ჩვენს შემოქმედებით პროცესს და ხშირ შემთხვევაში სამუშაოსაც ბევრად უფრო სწრაფად ვასრულებთ.
ქვემოთ მოცემულ ბმულზე მოკლედ ფლეილისტია ambient / field recording ებით შედგენილი, რა თქმა უნდა ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული თუმცა ოფისში დამღლელი მუშაობისას და მის შემდეგაც, ვფიქრობ, ყველას გამოგადგებათ.