წელს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვევა გახდა გარისკვა და კარგი გაგებით სითამამე გადაწყვეტილებების მიღებისას

წელს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვევა გახდა გარისკვა და კარგი გაგებით სითამამე გადაწყვეტილებების მიღებისას

ჯეპრას პროექტების ასისტენტი, იოანე ცაგარეიშვილი 2025 წელს აფასებს. 

რომელი ჩვევები დაგეხმარათ ამ წელს პროდუქტიულობაში და საქმეების შესრულებაში?

შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ წელს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვევა გახდა გარისკვა და კარგი გაგებით სითამამე გადაწყვეტილებების მიღებისას. ნაკლებად დავიწყე ყოყმანი და მეტი პასუხისმგებლობით ვიღებდი გადაწყვეტილებებს, რამაც საბოლოოდ უკეთესი შედეგები მოიტანა და პროცესებიც დააჩქარა. ეს მიდგომა მინდა მომავალშიც შევინარჩუნო.

რომელი ჩვევები ან ქცევები შეგიფერხათ ეფექტურობაში ამ წელს?

ჩემთვის პრობლემად რჩება ზედმეტი ფიქრი და არასაჭირო დეტალებზე გადაჭარბებული ყურადღება. ეს ხშირად ენერგიას მაცლის და საბოლოოდ ხელს მიშლის მთავარ ამოცანებზე კონცენტრირებაში. ვხვდები, რომ ამ კუთხით მეტი კონტროლი და პრიორიტეტებზე ფოკუსი მჭირდება.
რომელი ცუდი ჩვევის ჩანაცვლებას გეგმავთ 2026 წლისთვის და რა ნაბიჯებს გადადგამთ?

2026 წლისთვის მინდა გადავიდე მოქმედებაზე ორიენტირებულ მიდგომაზე, არ გადავდო საქმეები „შემდეგისთვის“ და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მუშაობა მაშინვე დავიწყო. როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა, არ გადადო ძალისხმევა იმოქმედე !

სწორედ ამისთვის ვეცდები დავალებები უფრო მკაფიოდ გავწერო და შესრულება გადადების გარეშე დავიწყო.

იოანე ცაგარეიშვილი