
ჯეპრას პროექტების ასისტენტი, ანა ლოლაძე 2025 წელს აფასებს.
რომელი ჩვევები დაგეხმარათ ამ წელს პროდუქტიულობაში და საქმეების შესრულებაში? რა შედეგები მიიღეთ ამ ჩვევების წყალობით და რას განაგრძობდით მომავალშიც?
წლევანდელი წელი განსაკუთრებით დატვირთული და მრავალფეროვანი პროექტებით იყო გამორჩეული. გამოცდილების მატებასთან ერთად ბუნებრივად იზრდება პასუხისმგებლობებიც, რაც მოითხოვს უფრო მეტ დაკვირვებას, ჩართულობას და დეტალებზე კონცენტრაციას. შესაბამისად, ამ შედეგების მიღწევა ერთი კონკრეტული ჩვევის დამსახურება არ არის. გამოვყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან პრაქტიკას:
თასქების ჩამოწერა და პრიორიტეტიზაცია
სამუშაო დღის დასაწყისში to-do list-ის შედგენა ჩემთვის “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” პროცესია. დილით ოფისში მოსვლა, ყავის დალევა და დღის ამოცანების ჩამოწერა ერთგვარ რიტუალად ჩამომიყალიბდა, რომელიც მნიშვნელოვნად მეხმარება პროდუქტიულ მუშაობაში. განსაკუთრებით ეფექტურია ამოცანების არა მხოლოდ ჩამოწერა, არამედ მათი პრიორიტეტების მიხედვით დალაგება.
დისციპლინა და ბალანსი
წელს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე პირად ცხოვრებასა და სამსახურის გარეთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც მავსებს და მოტივაციას მაძლევს. ამ ბალანსმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჩემი კონცენტრაცია და დამეხმარა სამუშაო დავალებების უფრო სწრაფად და ეფექტურად შესრულებაში.
შეცდომებზე სწავლა
წარსულ პროექტებში დაშვებულმა შეცდომებმა და მიღებულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაში. ეს გამოცდილება მეხმარება ამოცანების უფრო ეფექტურად დაგეგმვასა და მართვაში.
ამ ჩვევების გაგრძელებას მომავალშიც ვგეგმავ, რადგან ისინი პირდაპირ აისახება როგორც სამუშაო ხარისხზე, ისე შედეგებზე.
რომელი ჩვევები ან ქცევები შეგიფერხათ ეფექტურობაში ამ წელს? რა შეგიმჩნევიათ საკუთარ თავში, რაც გინდათ შეცვალოთ ან გააუმჯობესოთ?
წელს ეფექტურობაში ყველაზე მეტად შემაფერხა ზედმეტმა თვითკრიტიკამ და პერფექციონიზმისკენ მიდრეკილებამ, რაც განსაკუთრებით რთულია იმ პროექტებში, სადაც პროცესში რამდენიმე მხარეა ჩართული და გადაწყვეტილებები ერთობლივად მიიღება.
ასევე დავაფიქსირე, რომ გარკვეულ მომენტებში მიჭირდა სხვების მოსაზრებების მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვიყავი ჩვენი იდეის ხარისხსა და რეალიზებადობაში. ამასთანავე, სრულად ვაცნობიერებ, რომ ჩვენი პროფესია მოითხოვს გუნდურ მუშაობას, მოქნილობას და საერთო ენის გამონახვას. ამ მიმართულებით უკვე დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა და ვფიქრობ, რომ პროგრესს ვაღწევ.
რომელი ცუდი ჩვევის ჩანაცვლება რომელი კარგი ჩვევით გაქვთ დაგეგმილი 2026 წლისთვის? რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ ამ ცვლილების განსახორციელებლად?
2026 წლისთვის მიზნად ვისახავ დროის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენებას და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის გაძლიერებას. ამ ეტაპზე 100%-ით დაზუსტებული პასუხი არ მაქვს, თუ რომელი ერთი კონკრეტული მეთოდი იქნება ყველაზე ეფექტური ჩემთვის, თუმცა უკვე მაქვს გარკვეული ხედვა და მიმართულება.
ვგეგმავ:
თუ ეს მიდგომები არ იმუშავებს, არაუშავს, ახალს ვიპოვი :)))